,,შეხვედრა ნუკრისთან“ - ასე ერქვა თბილისურ საღამოს, რომელიც, მომღერლის თქმით, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.
ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
სტუმრებს ნუკრის მეგობრებმა - თემურ თათარაშვილმა, ეკა მამალაძემ და ზვიად ბოლქვაძემაც უმღერეს.
საღამოს დასასრულს მომღერალმა კარაოკე დააანონსა და დამსწრე საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.