Funtime-ის ფოტოგრაფ ალექსანდრე სხულუხიას ემოციური ფოტო სტუდია „ქაითის“ გამოფენაზე

მოზაიკა

17 მაისი 16:30, 2017 წელი

სტუდია „ქაითის“ სოციალური პროექტის „აჩუქე შეხება“ ფოტოგამოფენაში, რომლის პრეზენტაცია 16 მაისს ნატოსა და ევროკავშირის საგამოფენო დარბაზში მოეწყო, მონაწილეობდნენ ქართული და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები, ცნობილი ფოტოგრაფები. ფოტოგამოფენის კოორდინატორი და ჟიურის თავმჯდომარე გურამ წიბახაშვილია.

დარბაზში ქართველი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების 20 ნამუშევარი იყო გამოფენილი.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ფოტოხელოვანები:
ირაკლი გედენიძე, ალექსანდრე სხულუხია (Funtime.ge), მაგდა მამალაძე (Gurianews.com), ლელი ბლაგონრავოვა (საქართველოს პირველი ლედის ფოტოგრაფი).
აზერბაიჯანული მხრიდან:
აითან ალიევა (Turnaz.az-ის დამფუძნებელი, BBC-ის და CNN-ის ფოტოკორესპონდენტი), ტოფიკ ბაბაევი (ცნობილი სამხედრო ფოტოგრაფი, AFP და Xinhua News-ის ფოტოკორესპონდენტი), მურად ორუჯევი (ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტი, COSMOPOLITAN-ის ფოტორეპორტიორი), ჰიკმეტ მამეძადე (FABEL Magazine-ის სპეცფოტოგრაფი).


სტუდია „ქაითის“ იდეას - შეხებით ვაჩუქოთ სითბო და სიყვარული მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - ბევრი გამოეხმაურა. დარბაზში იყო ბევრი ემოცია და ცრემლი.
პროექტის თანაპარტნიორები გახლდნენ თემქის მოხუცთა თავშესაფარი და უსინათლო გოგონათა კვარტეტი „ედელვაისი“ (მათ გამოფენა მუსიკალურად გააფორმეს).

სტუდია „ქაითმა“ პროექტ „აჩუქე შეხების“ ფარგლებში, თემქის მოხუცთა თავშესაფართან ერთად, პირველი ეტაპი უკვე განახორციელა: თავშესაფრის ბინადარ მოხუცებს შეუსრულეს ყველაზე სანუკვარი ოცნება - აჩუქეს დიდი ხნის მონატრებული ადამიანების შეხება.
პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც გუშინ თბილისში დაიწყო, აზერბაიჯანის ორ ქალაქში გაგრძელდება. 
გამოფენა გაშუქდება როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ მედიაში. მომზადდება სიუჟეტები საიტებისთვის BBC.ru და abcNEWS


სტუდია „ქაითი“ მადლობას უხდის ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ კეთილი პროექტის განხორციელებაში; მადლობას უხდის Funtime.ge-ს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის და ფოტოგრაფ ალექსანდრე სხულუხიას გამოფენაში მონაწილეობისთვის.


„გამოფენაზე უსინათლო გოგონათა კვარტეტის, „ედელვაისის“ სიმღერის პრეზენტაცია მოეწყო,
რაზეც გადავიღებთ კლიპს. გოგონები სიმღერას თემქის თავშესაფრის მოხუცებს უძღვნიან. აღნიშნული პრეზენტაცია სიყვარულისა და ზეიმის დასაწყისი იყო. გამოფენამ დამთვალიერებლებზე მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მოხუცები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, სიცოცხლე გამიხანგრძლივეთო. Funtime-ის ფოტოგრაფ ალექსანდრე სხულუხიას დიდ მადლობას ვუხდით იმ საოცრად ემოციური ფოტოსთვის, რომელიც გამოფენაზე წარადგინა“, - აღნიშნა სტუდია „ქაითის“ რეჟისორმა ხათუნა კეთილაძემ.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?