გიორგი და ანდრია გაგლოევები ერთნაირ სამოსში LookAlike-ისგან
LookAlike
24 მაისი 22:00, 2018 წელი
LookAlike ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც მშობლებისა და შვილებისთვის ერთნაირ სამოსს ქმნის და მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ახალისებს. ამჯერად LookAlike-მა მსახიობი გიორგი გაგლოევი და მისი 5 წლის ძმისშვილი ანდრია გამოაწყო.
„LookAlike-ის ტანსაცმელი ნატურალური ქსოვილით საქართველოში იკერება. ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. LookAlike შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა მოვინდომე, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ერთნაირი მაისურები შემეძინა, მაგრამ ვერსად მოვძებნე. ჩვენთან შეგიძლიათ, უკვე მზა ტანსაცმელი შეიძინოთ ან მოგვიყვეთ, როგორ გსურთ ჩაცმა თქვენ და თქვენ პატარას და თქვენი გემოვნების გათვალისწინებით დაგიმზადებთ უნიკალურ სამოსს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნანიკო ასათიანი.
ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
-
LookAlike-თან თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ. აღნიშნულ ქართული ბრენდის სამოსზე პროფესიონალები მუშაობენ. ჩემი და ანდრიას მოთხოვნები ბოლომდე გაითვალისწინეს.
-
-
ანდრია ძალიან მბაძავს - ვარცხნილობაც ჩემნაირი მოსწონს და შარფიც კი ისე უნდა, როგორც მე ვატარებ. ამბობენ, რომ ვიზუალურადაც ძალიან მგავს.
-
ჩვენი შარვლები და მაისურები ისეთი ფერებისა და ქსოვილებისგანაა შეკერილი, ზაფხულის ცხელ დღეებში კიდევ უფრო კომფორტული იქნება.
-
ერთი სტილის სამოსს ხშირად ვიცვამთ, მაგრამ კოპირებული პირველად LookAlike-მა მოგვარგო.
-
-
LookAlike - ის სამოსი იმდენად კომფორტულია, სასეირნოდ წავალთ თუ გასართობ ცენტრში, სიამოვნებით ჩავიცვამთ.
-
-
ანდრია: გიოსნაირი ტანსაცმელი ისე მომეწონა, ყველგან ჩავიცვამ!
-
რამდენიმე დღის წინ ანდრია 5 წლის გახდა და იუბილეზე LookAlike - ის სამოსი სიამოვნებით მოირგო.
-
-
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე