თიკა ჯამბურია და ნინა ხოფერია ერთნაირ სამოსში LookAlike-ისგან
LookAlike
17 მაისი 22:00, 2018 წელი
LookAlike ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც მშობლებისა და შვილებისთვის ერთნაირ სამოსს ქმნის და მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ახალისებს. ამჯერად LookAlike-მა მომღერალი თიკა ჯამბურია და მისი 7 წლის ნინა გამოაწყო.
„LookAlike-ის ტანსაცმელი ნატურალური ქსოვილით საქართველოში იკერება. ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. LookAlike შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა მოვინდომე, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ერთნაირი მაისურები შემეძინა, მაგრამ ვერსად მოვძებნე. ჩვენთან შეგიძლიათ, უკვე მზა ტანსაცმელი შეიძინოთ ან მოგვიყვეთ, როგორ გსურთ ჩაცმა თქვენ და თქვენ პატარას და თქვენი გემოვნების გათვალისწინებით დაგიმზადებთ უნიკალურ სამოსს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნანიკო ასათიანი.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
-
„LookAlike-მა ჩემი და ნინას ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა და ულამაზესი, ზუსტად ისეთი კაბები შეგვიკერა, როგორებიც გვინდოდა.
-
-
-
ქსოვილი ზაფხულის ფერებშია და რაც მთავარია, სუნთქავს.
-
-
-
ისეთი კაბებია, მგონია, რომ ყველგან ჩავიცვამთ - მათ შორის გამოსასვლელადაც. სხვათა შორის, ერთ-ერთ ღონისძიებაზე უკვე გვეცვა და დედა-შვილი ასეთ ლამაზ, ერთნაირ სამოსში რომ დაგვინახეს, აღფრთოვანება ვერ დამალეს.
-
-
ნინა ვარცხნილობასა და ჩაცმულობაში ძალიან მბაძავს და როცა გაიგო, რომ LookAlike ერთნაირ კაბებს შეგვიკერავდა, ეს მისთვის დიდი სიხარული იყო. ამიტომ LookAlike-ს ამ საჩუქრისთვის დიდ მადლობას ვუხდით.
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე