ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 2 ცალი
პამიდორი - 4 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ქინძი - 1 კონა
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
ბალზამიკო - 1 ს/კ
სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ
მომზადების წესი:
1. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა თხლად, დაასხით ბალზამიკო და გააჩერეთ 10 წუთი.
2. ბადრიჯანი დაჭრით სამკუთხედ ნაჭრებად, ამოავლეთ სიმინდის სახამებელში და შეწვით კარგად გაცხელებულ ზეთში. შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
3. პამიდორი დაჭერით ნაჭრებად, ბულგარული წიწაკა - წვრილ და გრძელ ზოლებად. ჩაყარეთ ბოსტნეული საშუალო ზომის ჯამში. მოასხით ზეთი ტაფიდან, სადაც ბადრიჯანი შეწვით. პამიდორი და ბულგარული დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
4. სოუსისთვის გადაუწურეთ ხახვს ბალზამიკო, შეურიეთ სოიოს სოუსი. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ქინძი. ბადრიჯანი, ხახვი, პამიდორი, ბულგარული მოათავსეთ სათანადო ჭურჭელში, მოასხით ზემოდან სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!