ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 4 ცალი
მდოგვი - 30 გრ
მაიონეზი - 50 გრ
თაფლი - 40 გრ
ნიორი - 3 კბილი
მზესუმზირის ზეთი - 30 გრ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. აურიეთ მდოგვი და ზეთი. დაუმატეთ გაჭყლეტილი ნიორი, ასევე, მაიონეზი, მარილი და თაფლი.
2. გაჭერით ფილე შუაზე, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დაბეგვეთ.
3. ამოავლეთ ფილე მარინადში და გააჩერეთ 2 საათი.
4. დააფინეთ ჟარონზე პერგამენტი, გადაიტანეთ მასზე ხორცი, ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი. აცხვეთ დაბეგვილი ფილე 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!