ცხენი, რომელმაც 6 საბჭოურ ფილმში „ითამაშა“ - გახსოვთ ეს ფილმები?

კინო

2 მაისი 18:00, 2018 წელი

ამ ფოტოზე აღბეჭდილია კადრი ელდარ რიაზანოვის „სამსახურებრივი რომანიდან“ და ამის გამოცნობა არ გაგიჭირდებოდათ, თუმცა დარწმუნებული ვართ, სხვა ფილმებში შეუმჩნეველი დაგრჩებოდათ ნოვოსელცევის ფრთოსანი პეგასი...

1. „საიდუმლო მისია“



1950 წელს ლეგენდარული მიხაილ რომის მიერ გადაღებული ფილმი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა. რაიხი სადაცაა დაემხობა, მოლაპარაკებები მიდის გერმანიის კაპიტულაციაზე, საბჭოთა დაზვერვა თავის საქმეს აკეთებს და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დასასრულს აახლოებს. ჩვენი ნაცნობი ბრინჯაოსფერი ცხენი კი მთელი ეს დრო მშვიდად დგას ერთ-ერთ კაბინეტში - ეს მისი პირველი როლი იყო.


2. „პაკეტი“



1965 წელს ვლადიმირ ნაზაროვის კომედიაში „პაკეტი“ ჩვენი „მსახიობი“ ცხენი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა წითელარმიელის დაკითხვას, რომელსაც რამდენიმე თაობის საბჭოთა ქალების საყვარელი არტისტი, 24 წლის ვალერი ზოლოტუხინი ასრულებს. და თუ ახალბედა მსახიობის დებიუტი ამ ფილმში შედგა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ჩვენს ცხენზე.


3. „ბრილიანტის ხელი“



სამი წლის შემდეგ, 1968 წელს, კიდევ ერთხელ გაიელვებს ეკრანზე ბრინჯაოსფერი ცხენის „ნიჭიერება“, ამჯერად უკვე ლეონიდ გაიდაის უკვდავ კომედიაში. გახსოვთ სცენა, სენია სადაფისღილებიან ხალათს რომ ეძებს? ის სიამოვნებით იყიდდა ცხენს, ფრთები რომ არ ჰქონოდა.


4. „სამსახურებრივი რომანი“



და აი, ისიც - დიდების წამი. 1977 წელს გამოსულ ელდარ რიაზანოვის კომედიაში ჩვენს ბრინჯაოსფერ „მსახიობს“ სოლიდური როლი ერგო, ნამდვილი შინაარსობრივი დატვირთვით.
ეს მძიმე სკულპტურა ყველა საქმის მოთავე შურამ (ლუდმილა ივანოვა) იუბილარ ბოროვსკის შეურჩია, თუმცა არც უეჭვია, რომ ეს ცხენი გახდებოდა კატალიზატორი ურთიერთობისა „ბაიყუშ“ კალუგინასა (ალიასა ფრეინდლიხი) და მორცხვ ნოვოსელცევს (ანდრეი მიაგკოვი) შორის. ჰო, მართლა, ცხენი მართლაც მძიმეა - გადაღებებისას ანდრეი მიაკოვმა გვარიანად ღვარა ოფლი.


5. „ჩემი ალესიანი და ნაზი მხეცი“



კიდევ ერთი წლის შემდეგ ცხენი საპატიო ადგილს იკავებს გამომცემლის კაბინეტში ჩეხოვის მოთხრობის „დრამა ნადირობისას“ მიხედვით გადაღებულ ფილმში და ამასთანავე, კიდევ რამდენიმე ეპიზოდშიც ჩნდება კადრში.


6. „შირლი-მირლი“



1995 წელი. კარიერის დასასრული. „ღვაწლმოსილმა“ ცხენმა თავისი ბოლო როლი ვლადიმირ მენშოვის კომედია „შირლი-მირლიში“ „ითამაშა“. ფილმში მისი პარტნიორია თავად ვერა ალენტოვა, ბოშას როლის შემსრულებელი.


დაგვეთანხმებით - კარიერის მართლაც ღირსეული დასასრულია!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?