კასენების სოფელი განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურით. ყველა სახლი თიხით არის ნაშენები და ტრადიციულ სტილშია მოხატული.
ეს სოფელი ასევე წარმოადგენს ამ ეთნოსის პირველი პირების „სამეფო რეზიდენციას“.
სოფელი ტურისტებისთვის დაკეტილია. მიიჩნევა, რომ ტურისტთა სიმრავლე აქაური თემის მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის.
ტიბელში მოსახვედრად ერთადერთი საშუალებაა ადგილობრივ უხუცესებთან მოლაპარაკება. მათი ნებართვის შემთხვევაში კი უნდა იცოდეთ, რომ არ ჩაიცვათ წითელი სამოსი და თან არ წაიღოთ ქოლგა - ეს ის ატრიბუტიკაა, რომელიც, სოფლის მოსახლეობის რწმენით, მხოლოდ მათ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს.