მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა და მეცნიერმა გადაწყვიტა, თეორია საკუთარ თავზე გამოეცადა, რადგან ექსპერიმენტში ხელქვეითების ჩართვა ეთიკურად გაუმართლებელი იქნებოდა.
ექიმმა მარშალმა ბაქტერია Helicobacter Pyolori-ის შემცველი სითხე დალია და შედეგს დაელოდა.
მალე მისი თეორიის დამადასტურებელი პირველი სიმპტომებიც გამოჩნდა.
იმისთვის, რომ ოპონენტებისთვის საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა, ბარი მარშალი ტანჯვასა და ტკივილს ნებაყოფლობით დასთანხმდა და ამისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.