მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი, რომელზეც ლეგენდები დადის

იცით თუ არა...

13 მარტი 15:00, 2018 წელი

მისი ქონება 62 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, მის კომპანიაში 190 000 ადამიანი მუშაობს, კომპანიის წლიური ბრუნვა 38 მილიარდი ევროა. ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის 10 უმდიდრეს ადამიანს შორის დაასახელა, თუმცა... 

მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებულ მილიარდერად აღიარებულია ინგვარდ კამპრადი - მეოცე საუკუნის უდიდესი ბიზნესმენი და შვედური კომპანია Ikea-ს მფლობელი!

კამპრადმა „იკეა“ 17 წლის ასაკში დააფუძნა“ განსაკუთრებულ წარმატებას 1956 წელს მიაღწია, როდესაც მომხმარებელს კომბინირებული ავეჯი და ვაჭრობის ახალი ფორმა შესთავაზა.
დღეისთვის „იკეას“ მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 400-მდე მაღაზია აქვს.


მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი ადამიანი იყო, კამპრადის მოკრძალებულ ბუნებასა და თავმდაბლობაზე დღემდე ლეგენდები დადის.

„იკეას“ დამფუძნებელი მთელი ცხოვრება მეორე კლასის ვაგონით მგზავრობდა, თავად ატარებდა ბარგს, ტანსაცმელს ფასდაკლებების პერიოდში იძენდა, იაფფასიან რესტორნებში სადილობდა და მოგზაურობისას სამვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობდა.
„ფულის უაზროდ ფლანგვა კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბევრი თანამედროვე შენობა ადამიანური სიბრიყვისა და ამპარტავნების სიმბოლოს უფრო ჰგავს, ვიდრე ნორმალური მოთხოვნილებების რაციონალურ დაკმაყოფილებას. ვაგროვებთ დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს გამოგვადგება, უამრავ დროს ვფლანგავთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში, საათობით ვსაუბრობთ ტელეფონზე, როცა შეიძლება ფაქსი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გავაგზავნოთ?“ - ამბობდა მილიარდერი.

კამპრადის მსგავსად, „იკეას“ მთელი მენეჯმენტი ეკონომკლასით მგზავრობს და ყველა ერთად სადილობს საერთო სასადილოში.


როგორც წესი, „იკეას“ ოფისები ქალაქის გარეუბნებში მდებარე მაღაზიების ბოლო სართულზეა განთავსებული, რადგან ასე უფრო იაფია.
მაღაზიის დირექტორების ჩაცმულობა არაფრით განსხვავდება საწყობის თანამშრომლის სამოსისგან: იგივე ყვითელი მაისური და შავი შარვალი, მეგობრული ღიმილი და მშვიდი მოძრაობა.



„იკეას“ პრესტიჟის ასამაღლებლად არ სჭირდება ხელმძღვანელობისთვის ძვირად ღირებული ავტომობილები, უნიფორმებში გამოწყობილი შვეიცარები, პრიზები და ტიტულები.



„ამბობენ, რომ ძუნწი ვარ, მაგრამ არ მწყინს. დიახ, ძუნწი ვარ და ამით ვამაყობ. უმჯობესია, ძუნწი გიწოდონ, ვიდრე ფულს ქარს ატანდე“, - განაცხადა კამპრადმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვედ მილიარდერს მეორე ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავს, რომლებიც ამჟამად მამის ბიზნესს უძღვებიან.
მამის მსგავსად, შვილებსაც არ უყვართ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუს მიცემა, მოკრძალებულად ცხოვრობენ და თავშეკავებით გამოირჩევიან.



მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი სულ ცოტა ხნის წინ - 27 იანვარს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?