კარდიოლოგი და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი ნინო ნადირაძე სასურველ ინტერიერსა და გემოვნებაზე საუბრობს.
გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი"
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კარგი გარემოსთვის, პირველ რიგში, სისადავე მჭირდება. სახლი მყუდრო და თბილი უნდა იყოს. მჭახე ფერები არ მიყვარს. ულტრათანამედროვე დიზაინის ბინები დასათვალიერებლად მომწონს, მაგრამ ასეთ გარემოში სიცივეს ვგრძნობ.
მიყვარს, როცა სახლში ინახება ნივთები, რომლებიც წინაპრებს მომაგონებს. მათი დანატოვარი მაგრძნობინებს, რომ გუშინდელი მოვლენილი არ ვარ და ჩემ უკან დიდი ოჯახი იდგა.სახლში ბებიების, ბაბუებისა და მშობლების ნაჩუქარი უამრავი საინტერესო ნივთი მაქვს.
კერძო სახლს რომ ვიშენებდით, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით შევარჩიეთ. გუგა ჩემს გემოვნებას ენდობა და ამ საკითხში ყოველთვის მემორჩილება. ასე რომ, როცა მის გადაწყვეტილებაში კორექტივები შევიტანე, წინააღდეგობა არ გაუწევია და დღესაც მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა.
ჩვენი სახლი თბილი,გემოვნებიანი და ეკლექტიკურია. აქცენტი ისეთ ნივთებზე გავაკეთე, რომლებიც დაძველების შემთხვევაშიც უკეთესი გახდება. სააბაზანოებში, სადაც კაფელი ან მეტლახი იყო საჭირო, უპირატესობა ქვას მივანიჭე.
შპალერი სასტიკად არ მიყვარს, რადგან პრინტი რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ადრე თუ გვიან მოსაბეზრებელი გახდება.ამიტომ, კედლები და იატაკი მაქსიმალურად ბუნებრივ ფერებში გადავწყვიტე.
ფარდებიც უბრალო შევარჩიე. არც ატლასისაა, არც მაქამანებითაა მორთული და არც კოლოსალური თანხები გადამიხდია. ლილოს ბაზრობაზე წავედი, ნეიტრალური კრემისფერი ტილო შევიძინე და იქვე შევაკერინე. ქვისგან შექმნილ გარემოს ტილოს ფარდები ძალიან მოუხდა.
სახლში ავეჯიც მინიმალური მაქვს. ტელევიზორის მაგიდასაც კი ვერანაირად შევეგუე. ქვის დიდი თარო დავამზადებინე, რომელიც ყველთვის აქტუალური იქნება და თავს არ მომაბეზრებს.
ერთადერთი, რაც ჩემს სახლში მრავლად არის, ეს რბილი ავეჯია. რომელ ოთახშიც არ უნდა მოვხდე, ყველგან უნდა შემეძლოს კომფორტულად მოსვენება. სახლში ამოჩემებული ადგილიც მაქვს და ეს კუთხის სავარძელია. გუგას თავის კაბინეტი აქვს.
კარადებიც კი არ მაქვს, რადგან ჩემთვის გარდერობის ოთახი უფრო კომფორტულია, სადაც განმარტოებაც მიყვარს. გუგას მოთხოვნით,ჩვენს სახლში ქირურგიული-საოპერაციო წესრიგია, თორემ დაგვხოცავს!
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.