არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

ერთი შედევრის ისტორია

24 აპრილი 20:00, 2018 წელი

რაგუ პარკოსნებისგან, ცხვრის ხორცი, ზეთისხილი, მწარე ბალახეული, თევზის სოუსი, მაცა, ფინიკები და არომატიზებული ღვინო - აი, ის პროდუქტები, რომელიც შეიძლება იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების უკანასკნელი ტრაპეზის დროს მაგიდაზე ყოფილიყო. ასეთ შედეგამდე მივიდნენ მეცნიერები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის პალესტინის სამზარეულოს შესწავლისას.

კვლევა ორმა იტალიელმა არქეოლოგმა ჩაატარა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველრომაულ ლიტერატურულ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ.


„ბიბლიაში წერია, რაზე საუბრობდნენ სადილის დროს იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რას მიირთმევდნენ“, - ამბობს არქეოლოგი ჯენეროზო ურჩიოლე.


კვლევის ამოსავალ წერტილად ურჩიოლესა და მისი დამხმარე მარტა ბერონგოსთვის იესოს ებრაელობა იქცა. მათ ივარაუდეს, რომ იესო ქრისტე და მოციქულები იცავდნენ ტრადიციებს, რომლებიც თორაში იყო დაფიქსირებული და  რელიგიურ გასტრონომიულ შეზღუდვებს ეხებოდა.


 


მარკოზის სახარების მიხედვით, სადილი პასექის დღესასწაულზე გაიმართა, მაშინ როცა საპასექო ბატკანს სწირავდნენ, ამიტომაც, მეცნიერთა აზრით, სუფრაზე ცხვრის ხორცი აუცილებლად იქნებოდა.


და, რაღა თქმა უნდა, მენიუში შევიდოდა ხმიადი (უსაფუარო პური) და ღვინო, რომლებიც (პროდუქტებიდან ერთადერთი) პირდაპირ არის ნახსენები ბიბლიაში (შეგახსენებთ, სწორედ საიდუმლო სერობის დროს დაედო სათავე ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს - ზიარებას).


ამას გარდა, ტრაპეზის მენიუში შეიძლება ყოფილიყო ჩოლენთი - ტრადიციული ებრაული კერძი მოთუშული ხორცით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ლობიოთი, ზეთისხილი, ბალახეული, ფინიკი, ასევე, ხილი და ნიგვზის პასტა.


უნდა აღინიშნოს, რომ ტრაპეზის მონაწილეები მაგიდასთან ისე არ ისხდნენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრზეა გამოსახული. ისინი ნახევრად წამოწოლილები იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. კერძები დაბალფეხიან მაგიდებზე თიხისა და ქვის ჭურჭლით ეწყო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?