ერთი სამუშაო დღე და ბევრი ახალი სიცოცხლე თბილისის ზოოპარკში

ერთი სამუშაო დღე

7 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

ლემურს, სახელად კიჭას, ტყუპები გაუჩენია. უკვე მერამდენე მატებაა... Funtime-მა ერთი დღე ამჯერად თბილისის ზოოპარკში გაატარა. ეზოში დირექტორი, ბატონი ზურა გურიელიძე გვხვდება და 2015 წლის სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ახალ სიცოცხლეზე გვიყვება... 

ეზოში ცხოველთა მომვლელები ირევიან. ყველა განყოფილებას თავის კურატორი ჰყავს.




 



ნიკა ქერდიყოშვილს
ყველა ცხოველთან აქვს საქმე. ამჯერად პავიანების ვოლიერში შესასვლელად ემზადება. „სათამაშოები გააფუჭეს. საბურავებს, რომლებზეც დახტიან, გავუსწორებ და რაც დაამტვრიეს, შევუკეთებ“, - გვითხრა ნიკამ და პავიანები განცალკევებულ ვოლიერში გამოკეტა.


ცხოველებს კვების დრო აქვთ. შალვა ნადირაძე მაკაკებისთვისა და ლემურებისთვის ეტლზე ვაშლს, საზამთროს, ქლიავს, ნესვს, ატამსა და სხვა ხილს ათავსებს და ვოლიერებისკენ მიემართება.



 



ბატონი ზურა გურიელიძე ზოოპარკში მიმდინარე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული. მარტორქა მანუელას რქა დაუზიანებია და მის სანახავად მიდის.


„მანუელა ძალიან უწყინარია. მომვლელებთანაც და ბატონ ზურასთანაც ძალიან შეჩვეულია“, - გვეუბნება ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე და მანუელასთან თვითონაც გადადის.


მკურნალობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. „მანუელამ ცხოველებთან კონტაქტის დეფიციტი რომ არ განიცადოს, მის ვოლიერში ვირები ამიტომაც მოვათავსეთ. დრუნჩებით ერთმანეთს ეხებიან, თუმცა ეს მისთვის საკმარისი არ არის“, - გვეუბნება ბატონი ზურა და იმასაც გვიხსნის, რომ მანუელას პერიოდულად მასაჟიც სჭირდება.


მანუელას მოსანახულებლად ჩლიქოსანთა განყოფილების კურატორის მოადგილე, ნანა ზარქუა მოდის. მარტორქას მასაჟის დრო აქვს.




„ცხოველები ზურგს სხვადასხვა საგნებსა თუ კედელზე იქავებენ. ასე რომ, მანუელას მასაჟი ძალიან სიამოვნებს“, - ამბობს ქალბატონი ნანა და მანუელას ზურგზე ფეხით მასაჟის კეთებას უწყებს.

ჩვენ კი აქლემ ვილის ვოლიერთან ვინაცვლებთ. ვილი ბატონი ზურას დაძახებაზე არ რეაგირებს. მომვლელი გიორგი შავიძის გამოჩენაზე კი ვოლიერიდან თავს ყოფს და სტაფილოს მიირთმევს.




„აქლემი რთული საშოვნელი არ არის, მაგრამ ზომის გამო მათი ტრანსპორტირება იოლი არ გახლავთ. ვაპირებთ, მდედრი აქლემებიც ჩამოვიყვანოთ. მგონია, რომ ის ერთ-ერთი საინტერესო ცხოველია“, - აღნიშნავს ბატონი ზურა.


უკვე 7 წელია, როკო მარტიროსიანი თბილისის ზოოპარკში მუშაობს. ის ფრინველების განყოფილების მომვლელია. თუთიყუშებთან, არებთანაც ერთად შევდივართ. ამბობს, რომ მასთან ორივე შეჩვეულია. ამიტომ არც ის არ არის გასაკვირი, ბანანს თუ საკუთარი ხელით აჭმევს.


სპილოების ვოლიერთან ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. გიორგი დარჩიაშვილი და ტობიას დორნბუში სპილოსთვის ახალ საკვებურს ამზადებენ.


 



 



ტობიასი ევროპული სპილოების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ბიოლოგი და ზოოლოგია. ის სპილოების შესწავლითაა გატაცებული. სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკებში დადის და მომვლელებს ცხოველთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებს.

დღის დასასრულ, თეთრი ლომების ვოლიერისკენ მივიწევთ. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ზოლიანი მანგუსტი ვოლიერის შუშას ქვას ესვრის, ტეხს და ფეხებით გამონგრევას ცდილობს.




სანამ ზოოპარკის თანამშრომლები საჭირო ზომებს მიიღებენ, ჩამსხვრეულ ადგილას მომსახურე პერსონალი ხის მორს დებს, თუმცა მოუსვენარი მანგუსტი იქაც ძვრება.


„შესვლა აკრძალულია“ - მაგრამ ჩვენ შევდივართ იქ, სადაც თეთრი ლომის ვოლიერში მხოლოდ მომვლელებსა და ზოოპარკის თანამშრომლებს შეუძლიათ შესვლა. კვების დრო აქვთ. ამ დროს უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.




ლომები განცალკევებულ ვოლიერებში არიან გამოკეტილები. მომვლელი სანდრო ჭითანავა ლომებისთვის ეზოში ხორცს ანაწილებს და ტერიტორიას ტოვებს. საკვების დატაცება ნამდვილი სანახაობაა! კლეოპატრა, სემი და მათი ექვსი ბოკვერი - ხორცს ერთმანეთს სტაცებენ.




კლეოპატრა დაცულად კვებას არჩევს. ხორცის ნაჭერს ქმარ-შვილისგან მოშორებით, ბუჩქებში მიათრევს და მშვიდად იწყებს ჭამას.



ამასობაში ტერიტორიას ჩვენც ვტოვებთ. ლომების ვოლიერთან კლიტეებით მოცული ხის კარი შევნიშნე. სანდრომ მისი ისტორიაც გვიამბო. „ეს კარი იმ განყოფილებისაა, რომელიც 2015 წლის სტიქიის დროს დაიტბორა. შევკრიბეთ ვოლიერის კლიტეები და კარზე იმ საათთან ერთად მოვათავსეთ, რომელიც განყოფილებაში ეკიდა“. დრო 01:25 საათზეა გაჩერებული, მაშინ, როცა იმ ავბედით ღამეს განყოფილებაში წყალმა შეაღწია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?