ლიმფო-ლიფტინგი, სახის ღრმა წმენდა, მეზოთერაპია, მიმიკური ნაოჭებისა და აკნეს საწინააღმდეგო პროცედურა, ბიორევიტალიზაცია, ბიოსტიმულაცია, ფილერი, ოზონი, პლაზმო, სილამაზის სალონი... ეს ის ადგილია, სადაც კოსმეტოლოგიაში არსებული ნებისმიერი თანამედროვე პროცედურა ტარდება. „ქალბატონებს 10 წლით თუ არა, 5 წლით მაინც ვაახალგაზრდავებთ. ასე რომ, მოსაცდელში გამუდმებით რიგია“, - მეუბნება თეო, რომელსაც 31 წლის პაციენტი კოსმეტოლოგ სოფიო მხეიძის კაბინეტში შეჰყავს. აქ გარუჯულ სახის კანს ღრმა დატენიანებისთვის ამზადებენ.
„კანს კერატინს ვხსნით და გარე უჯრედების აშრევებას ვაკეთებთ, რაც ერთი საათი გაგრძელება“, - გვიხსნის სოფიო და პაციენტს რჩევასაც აძლევს: „ამ ეტაპზე სახის კანის გადასარევი სტრუქტურა გაქვთ, თუმცა გარუჯულ კანს დატენიანება აუცილებლად სჭირდება. თქვენი ასაკიდან გამომდინარე კი, პლაზმო-ლიფტინგიც არ იქნება ურიგო, რაც ფორებს შეავიწროებს და მცირე პრობლემებსაც დაარეგულირებს“.
ამასობაში Luxury cosmetics-ში მომღერალი ნუცა ბუზალაძეც მოდის. „ეს ის ადგილია, სადაც სისტემატურად დავდივარ. დღეს ბიოეპილაციაზე მოვედი, თუმცა თმასაც და ფრჩხილებსაც აქ ვიწესრიგებ“, - გვიმხელს ნუცა.
Luxury Cosmetics ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ბრენდ Loovir-ის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს ქალბატონებმა ნდობა რომ გამოუცხადეს, ამაში თავადაც დავრწმუნდი.
ესთეტიკური ცენტრის დირექტორი ნუცა ერაძე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული. „აქ პირველი ვიზიტი უფასოა. ცდიან ჩვენ მიერ შემოტანილ ექსკლუზიურ პროდუქციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, გახდებიან თუ არა ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ხშირ შემთხვევაში ისინი კლინიკაში რჩებიან. ერთ ეტაპზე არასდროს ვჩერდებით. 2017 წლის სიახლე კი ოქსიფიტოჯენის ფორმულა - ჟანგბადოვანი აპარატურაა“, - გვიხსნის ნუცა და იმასაც აღნიშნავს, რომ Luxury Cosmetics ნიჭიერ ადამიანებს ყოველთვის ასაქმებს.
კლინიკას მომღერალი ბაბი კირკიტაძეც აკითხავს და კოსმეტოლოგ ნათია ჩანადირის ოთახში შედის. „Luxury Cosmetics ხარისხს არასდროს ღალატობს, ამიტომ აქ ხშირად დავდივარ. დღეს ოქსოთერაპიისთვის მოვედი. ჟანგბადით სახის გამოკვება ჩემი უსაყვარლესი პროცედურაა“, - ამბობს ბაბი და პროცედურას იწყებს.
ამასობაში კლინიკის სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება. ბაბი დღეისთვის ბოლო პაციენტი იყო. მარკეტინგის მენეჯერები და დირექტორი კაბინეტში მომდევნო დღის დასაგეგმად იკრიბებიან...