რა ხდება დოჩის სამკერვალოში - ერთი სამუშაო დღე N&N ატელიეში

ერთი სამუშაო დღე

10 აგვისტო 18:00, 2017 წელი

N&N ატელიე ჩცდ-ს მსახიობს ნანუკა გულუასა და მის მეგობარ ნინა მელქაძეს ეკუთვნით. კართან ნანუკა მხვდება და მიხსნის, რომ მის სამკერვალოში „კოკო შანელი“, „მეისონ მარტონ მარჯიელა“ და „ლუი ვიტონი“ მუშაობენ. გამზადებულ სამოსს შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ არაფერს ამეტებს...

„ნანუკას დიზაინით მამაკაცის ჟილეტს ვკერავ. ყველაფერს მისი მითითებით ვასრულებთ. მის გარეშე მომხმარებელი სამოსის არ იზომავს. ნანუკას იმდენად ენდობიან, რომ ყველაფერს უჯერებენ“, - მუშაობის პროცესში გვიყვება მკერავი ნინო კოპალიანი.


საკიდზე ჭრელ ტანსაცმელს ვხედავ. როგორც ნანუკა ამბობს, ამ სეზონზე მის ატელიეშიც ზაფხულია.


ერთდროულად რამდენიმე კაბა იკერება. სანამ მომხმარებელი მოსასინჯად მოვა, ნანუკა მისთვის საგულდაგულოდ შეკერილ შარვალსა და მაისურს ირგებს. „რა თქმა უნდა, შარვალიც და მაისურიც ჩემი დიზაინია. ისე მომწონს, საღამოს სადმე უნდა გავტრიპაჩდე. ტანსაცმელი რომელი ბრენდისაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა მქონდეს შეძენილი, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, ყველაფერზე ვხუმრობ, რომ ჩემი შეკერილია“.


თითქმის ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული. პროფესიით ჟურნალისტ ნანუკა გულუას ხატვაც ეხერხება. ერთგულ მომხმარებელს ოქროსფერი ტყავის კაბა-ხალათს დამთავრებულს ახვედრებს. „ნანუკას ატელიეს ხშირად ვსტუმრობ. დღეს ჩემს ტყავის კაბას წავიღებ და ახალს შევიკერავ. მართალია, ნოემბერში მჭირდება, მაგრამ აქ იმდენი მომხმარებელი მოდის, თადარიგს ვიჭერ და რამდენიმე თვით ადრე ამიტომაც ვუკვეთ“, - ამბობს N&N ატელიეს მომხმარებელი.


ატელიეში კაბის მოსასინჯად ჩცდ-ს მსახიობის მარიშკა ჯავახაძის, იგივე ბარბარიკას, დედა მოდის, ლურჯი ფერის კაბას ირგებს და გვიმხელს, რომ ნანუკას სამკერვალოში მოსვლა, პირველ რიგში, საჭორაოდ უყვარს. „ძალიან მაგარ სამოსს კერავენ. ამ კაბას კონკრეტულად რამე დღისთვის არ ვიკერავ. უბრალოდ, მინდა ზაფხულში გრილად ვიყო. ჩემი შვილისთვის, მარიშკასთვის აქ საოცარი ტანსაცმელი შექმნეს“, - გვიყვება ქალბატონი ნინო.


„მარიშკა და დედამისი ყველაზე უპრობლემო მომხმარებლები არიან. ირგებენ სამოსს და მოსწონთ. როცა ადამიანი გვენდობა და პრეტენზიებს ნაკლებად გამოხატავს, სამოსი ყოველთვის ისეთი გამოდის, როგორიც აქვთ ჩაფიქრებული“, - ამბობს ნანუკა და მარიშკას დედას აცილებს.


კიბეზე ადის თუ არა, კართან მისი პერსონაჟის თაყვანისმცემელი ხვდება, ეხუტება და დოჩიზე დადებით ემოციებს უმხელს.
ემოციების შეკავება დოჩისაც უჭირს.
„მიყვარს ადამიანების გულწრფელი ემოცია! დიდი ბედნიერებაა, როცა ასე თბილად მხვდებიან და კიდევ უფრო დადებითი ენერგიით მმუხტავენ“, - ამბობს დოჩი და, მასთან ერთად, მის ატელიეში ერთ სამუშაო ვასრულებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?