ერთი სამუშაო დღე კუზანოვის კლინიკაში

ერთი სამუშაო დღე

27 ივლისი 18:00, 2017 წელი

კლინიკაში შესვლისთანავე კედელზე გამოფენილი ფოტოები მხვდება თვალში. როგორც აღმოჩნდა, მამა ივა და შვილებიც, ალექსანდრე და გუგა, ფოტოხელოვნებით არიან გატაცებულები. კედელზე სწორედ მათ მიერ გადაღებული ფოტოებია...

მოსაცდელში პაციენტების რიგია. ზოგი საოპერაციოდ ემზადება, ზოგიც მოუთმენლად ელის, როდის დაინახავს თავის „ახალ“ ცხვირს თაბაშირის გარეშე...


გუგა სამუშაო დღეს საკუთარ კაბინეტში იწყებს. ამბობს, რომ ნაკლებად გადატვირთული და ღია ფერებში გადაწყვეტილი ოთახი ამშვიდებს. პირველ რიგში, ექიმის ფორმას იცვამს, შემდეგ ნაოპერაციებ პაციენტებს ჩამოივლის, ბოლო ეტაპი კი კონფერენციაა, სადაც დაგეგმილ თუ ჩატარებულ ოპერაციებს განიხილავენ.
ქირურგი საოპერაციოდ ემზადება და თან კლინიკის ამბებს გვიყვება.
,,ქალიშვილობის აღდგენის ოპერაცია ერთ დროს თუ ძალიან მოთხოვნადი იყო, 3-4 წელია, საგრძნობლადა შემცირებულია და მიხარია კიდეც, რადგან ეს პროცესი ყველაზე მეტად მძულდა. უცხოეთში ხშირად დავდივარ და სადმე კულუარულად თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილობის აღდგენა ტარდება, გაშტერებულები მიყურებენ ხოლმე,“- გვეუბნება გუგა.
ყველაზე ხშირად რინოპლასტიკას აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა მკერდის კორექციასა და ლიპოსაქციაზე, რასაც პლასტიკური ქირურგი პაციენტების უკეთ ინფორმირებულობით ხსნის.



რინოპლასტიკის მსურველები კლინიკაში ხშირად მონიკა ბელუჩის ფოტოებით მიდიან და გუგას მონიკას მსგავს ცხვირს სთხოვენ. ამაზე კი ქირურგს ყველასთვის ასეთი პასუხი აქვს: „მონიკა ბელუჩი ერთია და მისნაირი ცხვირი შეიძლება, სხვას არ მოუხდეს“.
სხვათა შორის, თავად გუგას რინოპლასტიკა წოპემ გაუკეთა. მაშინ არც პლასტიკური ქირურგია არსებობდა, როგორც დარგი და არც ივა კუზანოვი აკეთებდა ცხვირის ოპერაციებს.
რინოპლასტიკის მსურველთა რიგი ალექსანდრე და ივა კუზანოვებთანაც დგას, თუმცა გუგა განმარტავს, რომ მამა-შვილი უფრო ხშირად რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ატარებს.


გუგას დღის განმავლობაში ზოგჯერ 6 ოპერაციაც კი ჩაუტარებია, თუმცა ისეთი დღეებიც ახსოვს, როცა დაგეგმილი ოპერაციაზე უარი უთქვამს.
,,ქირურგები უცნაური ხალხი ვართ. განწყობის გამო ოპერაცია გადამიდია. ექთანი ხელთათმანს რომ მაცმევს, თუ გაიხა, ცუდზე ვიწყებ ფიქრს და შემიძლია, ამ შემთხვევაშიც უარი ვთქვა ოპერაციის ჩატარებაზე,“ - გვიმხელს გუგა.



„მამაჩემის რჩევა ბევრჯერ დამჭირვებია. მას ცხოვრებაშიც თუ პროფესიაშიც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს. ამიტომ ხანდახან ვთხოვ კიდეც, ჩემს ოპერაციას დაესწროს. შეიძლება, ორი სიტყვით დამიდგეს გვერდში,“ - ამბობს გუგა და საოპერაციოში შესვლამდე ერთ ისტორიასაც იხსენებს:
,,საკუთარ შვილს ბაიას ცხვირის ოპერაციას რომ ვუკეთებდი, ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. საოპერაციოში ჩემი ძმა ალეკოც გვერდით მყავდა. მამაჩემი კი ისე ნერვიულობდა, არც ჩამოგვხედა. ისიც კი ვიფიქრე, მე რატომ დავთანხმდი და საოპერაციოში ბაბუამისი ან ბიძამისი რატომ არ ჩავუშვი-მეთქი, მაგრამ ბაია მენდო და სხვა გზა არ მქონდა. ოპერაცია რომ დავიწყე, მეც საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ მერე, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ერთი რამ მახსოვდა - საუკეთესო შედეგი უნდა მიმეღო, თუმცა შუა ოპერაციაში მივხვდი, რომ ვერც მე და ვერც ჩემი ძმა ცხვირის ძვალს სათანადოდ ვერ ვსვამდით. ბოლოს ექთანს ვთხოვე, მამაჩემისთვის დაეძახა. ივამ მიზეზს წამებში მიაგნო. აღმოჩნდა, რომ ძვლოვან ნაწილში ძგიდე იყო გამრუდებული და ეს გვიშლიდა ხელს“.
გუგა ჩვენი სტუმრობის დასასრულს კუზანოვის კლინიკამდე გავლილ გზასაც იხსენებს:
,,1987 წელს სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ძალიან დიდი კონკურსი იყო და ვერ მოვხვდი. ამიტომ კლინიკაში, სადაც მამაჩემი მუშაობდა, სანიტრად დავიწყე მუშაობა. პაციენტისთვის სუდნოც მიმიტანია, დამიბანია კიდეც და კათეტერიც ჩამიდგამს. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრაქტიკა მაშინ მივიღე. 1995 წელს სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და მამაჩემს გვერდით კიდევ უფრო აქტიურად დავუდექი. მას შემდეგ ასე მოვდივარ...“ - ასრულებს ამბის მოყოლას და საოპერაციოში შედის.
კლინიკიდან კლინიკის დირექტორი გვაცილებს, პროფესიით ჟურნალისტი ავთო ტუღუში და საინტერესო სიახლესაც გვიმხელს - თომა ჩაგელიშვილი ივა კუზანოვზე დოკუმენტურ ფილმს იღებსო: „მაყურებელი ფილმში უნიკალურად ჩატარებულ ოპერაციებს ნახავს. 21 აპრილს ბატონ ივას 70 წელი შეუსრულდება. მის საიუბილეო თარიღს ფილმის პრემიერასთან ერთად გრანდიოზულად აღვნიშნავთ.“

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?