„ბებიების დიეტა“ ერთ-ერთი ყველაზე სწორად დაბალანსებულია. მისი ხანგრძლივობა 7 დღეა და ამ ხნის განმავლობაში გეძლევათ შანსი, დაემშვიდობოთ ზედმეტ 3-7 კილოგრამს. დიეტის პერიოდში ყველაზე რთული პირველი სამი დღეა. შემდეგ უკვე ორგანიზმი ეგუება ახალ რაციონს და მომდევნო დღეები გაცილებით მარტივდება.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრი წყალი; შეგიძლიათ, წყალს ლიმონის წვენი ან ლიმონის ნაჭრები დაამატოთ.
- დიეტის პერიოდში და მის შემდგომაც, მიღებული შედეგის გასამყარებლად, სასურველია, გარკვეული დროის განმავლობაში თავი შეიკავოთ ცომეულისგან, ტკბილეულისგან, შებოლილი და ცხიმიანი პროდუქტებისგან.
- კერძებზე მარილის მოყრა რეკომენდებული არ არის;
- ვახშამი არ უნდა გადააცილოთ 19:00 საათს;
- დიეტის პერიოდში, ასევე, მნიშვნელოვანია ძილი, რომელიც დღე-ღამეში 8-საათს მაინც უნდა შეადგენდეს;
- გაღვიძებისთანავე, უზმოზე, მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. 20-30 წუთის შემდეგ კი - საუზმე.
- დიეტის გამეორება სასურველია დიეტის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
ბებიის დიეტის მენიუ (რაციონი მთელი კვირის მანძილზე ერთნაირია):
საუზმე: 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა 1 ჩ/კ თაფლით.
ლანჩი: 40 გრამი ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი ყველი;
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 20 გრამი ყველი,120 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, სალათის ფურცლები შეუზღუდავი რაოდენობით.
სამხარი: 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა 1 ჩ/კ თაფლით.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთით და 120 გრამი მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი.
ძილის წინ: პიტნის ჩაი, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ამ რეჟიმით იკვებეთ ერთი კვირის განმავლობაში.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!