10 ტიპური შეცდომა დიეტის დროს

დიეტა

17 მარტი 14:00, 2016 წელი

თუ ამ შეცდომებს თვალს გადაავლებთ, ადვილად მიხვდებით, რა გიშლით ხელს ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში... 

1. რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი! 
ეს მთავარი შეცდომაა გახდომის მსურველთათვის. ზეთი, რომელშიც იწვება ხორცი და კარტოფილი, ნამდვილად უნდა გამოირიცხოს. მაგრამ არსებობს „სასარგებლო ცხიმებიც“, რომლის მიღება წონაში კლების დროს ორგანიზმისთვის აუცილებელიც არის. „მათ გარეშე, ორგანიზმი იმ ვიტამინებს კარგავს, რომლებიც ორგანიზმში მხოლოდ ცხიმის დახმარებით შეიწოვება. ზეითუნის ზეთით, მდოგვით და ლიმონის წვენით შეზავებული სალათი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა“, - გვირჩევს დიეტოლოგი. ამიტომ, ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ცხიმებს, მთავარია, მათი სწორი გამოყენება.

2. უარი ტკბილი ხილის მიღებაზე
დიეტის პერიოდში მენიუდან ტკბილეულის მთლიანად გამორიცხვა რეკომენდებული არ არის. არსებობს „მავნე“ და „სასარგებლო“ ტკბილეული. სასარგებლო შაქარი შეიცავს დაბალ გლიკემიურ ინდექს (როდესაც სისხლში შაქრის დონე მკვეთრად არ მატულობს). მისი მიღება ხდება  მწვანილებიდან, ბოსტნეულიდან და ხილიდან. ასევე, არსებობს „რაფინირებული“ შაქარი, რომელიც ორგანიზმისთვის მავნებელია“. „მავნე“ შაქარს ორგანიზმი გამაგრილებელი სასმელებიდან და გამომცხვარი ტკბილეულიდან იღებს. მისი შემცველია, ასევე, მაკარონი და თეთრი პური, რაზეც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი. ხოლო, ხილის გამორიცხვა რაციონიდან სავალდებულო არ არის, - აცხადებენ დიეტოლოგები.

3. წყლის მცირე რაოდენობით მიღება
სითხის შეკავებას ორგანიზმში ანთებითი პროცესი ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა იწვევს. არაბალანსირებული კვების გამო ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) ირღვევა და შესაბამისად, მასში მჟავა სჭარბობს. როცა მჟავის ოდენობა მაღალია, ორგანიზმი სითხის შეკავებას იწყებს, იმისთვის, რომ ეს მჟავა წყლით „გააზავოს“. ეს ფაქტორი კი, თავისთავად, წონაში კლებას უშლის ხელს. მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დასაცავად, დიეტოლოგები გირჩევენ, მჟავიანობის შემცველი პროდუქტების მხოლოდ 30% მიიღოთ.

4. მხოლოდ ცილოვანი საკვები
საქონლის ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები... რა თქმა უნდა, ისინი ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს, მაგრამ ცხიმი მათში ნამდვილად არის. რაც უფრო მეტი ცხიმის შემცველია ცილოვანი პროდუქტი, მით უფრო ზრდის მჟავის დონეს. რასაც მოჰყვება შემდგომ სითხის შეკავება (რაზეც ზედა პუნქტში ვისაუბრეთ). ფრანგი დიეტოლოგები გირჩევენ, ნებისმიერი ცილოვანი პროდუქტი ცოტა რაოდენობით მიიღოთ.

5. კალორიების მინიმუმამდე დაყვანა
როდესაც საუზმეზე, გემრიელ „ფანტელებს“ (ხლოპია) ნულპროცენტიან იოგურტში აზავებთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ „ფანტელები“ მაღალ ტემპერატურაზე მზადდება და „მავნე“ ცხიმებს შეიცავს. შედეგად კი წონის კლება ვერ ხერხდება. დიეტოლოგები გირჩევენ, ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას რეკლამებს და ნუ გადაიყვანთ თქვენი ცხოვრების სტილს „ლაით“ ვერსიაზე. მაგალითად, საუზმეზე გაცილებით სასარგებლოა, ერთ ნაჭერ პურზე გადაუსვათ კარაქის თხელი ფენა და მიირთვათ, ვიდრე იოგურტში დამატებული „ფანტელები“.

6. კვების გამოტოვება
ნუ იტყვით სადილზე უარს, რათა საღამოს 5 საათისთვის თქვენი კუჭი შიმშილისგან არ აყვირდეს და ძეხვიანი ბუტერბროდი არ „შემოგესანსლოთ“. „თუნდაც ერთი კვების გამოტოვების შემდეგ იმდენად მშივრები ვართ, მომდევნო კვებაზე საკვების ღეჭვაზე დროს აღარ ვკარგავთ, შემდეგ კი დაუღეჭავი ლუკმები, რომლებსაც ჩქარა ვყლაპავთ, თეძოებზე ზედმეტი კილოგრამებით აისახება“, - ამბობს ფრანგი დიეტოლოგი ვირჟინიი პერე. გამოსავალი: საკვები უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ხანდახან კი, თუკი ვახშმამდე მოგშივდებათ, თავს უნდა მისცეთ სამხარის მირთმევის უფლება.

7. შიმშილი
დიეტა არ ნიშნავს საკვებზე უარის თქმას. „ჩვენი ორგანიზმი ინახავს გენეტიკურ მეხსიერებას აკრძალვის შესახებ. როდესაც გარკვეული პერიოდით რომელიმე პროდუქტზე ვამბობთ უარს, მაგალითად, ხილზე, შემდეგ კი ისევ ვიწყებთ მათ მიღებას, ორგანიზმი დაუყოვნებლივ იწყებს მარაგის კეთებას“, - ამბობენ სპეციალისტები. დიეტას უნდა მიუდგეთ არა ისე, როგორც თავშეკავებას, არამედ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების პროცესს. სწორად კვების შემთხვევაში სიგამხდრე თავისთავად მოვა.

8. ყოველდღე სასწორზე დადგომა
„ჰორმონალური ციკლის პერიოდი და ასევე, წინა დღეს კარგად დანაყრება წონაზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს და ასეთ შემთხვევაში თქვენი წონა, შესაძლოა, კილო-ნახევრის ფარგლებში იმატებს“, - ამბობს ვირჟინიი პერე. სასწორზე დადგომის ყოველდღიური რიტუალი მხოლოდ ზედმეტ სტრესს იწვევს. როგორც კი სასწორზე ოდნავ მეტ ციფრებს დაინახავთ, ზედმეტად ნერვიულობას იწყებთ, ეს კი საზიანოა კუჭისთვის. კვირაში ერთხელ აწონა, აბსოლუტურად საკმარისია.

9. ვარჯიშის იგნორირება
ყველასთვის ცნობილია, რომ დიეტა გაცილებით ეფექტურია, თუკი მას ფიზიკურ აქტივობას შეუთავსებთ. „გახსოვდეთ, რომ კუნთები კალორიების მთავარი მომხმარებელია სხეულში. კუნთოვანი მასის გაზრდით კი უფრო სწრაფად დაიბრუნებთ სასურველ ფორმებს“, - აღნიშნავენ დიეტოლოგები. გამოსავალი: ნუ დაჯდებით უმოძრაოდ. იარეთ ფეხით, დღეში, თუნდაც ნახევარი საათი. ხოლო ველოტრენაჟორი და აუზი კვირაში რამდენჯერმე - ეს სწორედ ის არის, რაც აუცილებლად გჭირდებათ.

10. მსუბუქი ვახშამი
ნებისმიერი დიეტის კლასიკური პოსტულატია - მსუბუქი ვახშამი. დიეტის პერიოდში კი მას უკიდურესობამდე ამსუბუქებენ. შედეგად შესაძლოა, ძილის წინ შოკოლადი მოგინდეთ და მიირთვათ - ეს ერთი პრობლემაა. დიეტოლოგები მეორე პრობლემაზეც გაფრთხილებენ: „მშიერი კუჭით დაძინებულმა შესაძლოა, შუა ღამისას გაიღვიძოთ და ვეღარ დაიძინოთ - შიმშილი არ მოგცემთ დაძინების საშუალებას“. ამისთვის აუცილებელია ვახშამი. ფრანგები გირჩევენ, დაასრულოთ დღე ბოსტნეულის წვნიანით ან ტოსტერში გახუხული პურით, ერთ ნაჭერ ყველთან ერთად, ამას დამატებული რომელიმე ხილი და რამდენიმე თხილის გული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?