ალექსანდრე ზაზარაშვილი: „როცა გამარჯვებულს აცხადებენ, მგონია, მე კი არა, ჩემი ქვეყანა იმარჯვებს“

ჩვენ გვერდით

15 აგვისტო 20:00, 2017 წელი

„ნიჭიერის“ მაყურებელს აუცილებლად ემახსოვრება ეს ბიჭი - 2016 წლის კონკურსანტი ალექსანდრე ზაზარაშვილი. პროექტის შემდეგ ის არაერთ ფესტივალზე მიიწვიეს და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მისი ნიჭით ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი იმდენად დაინტერესდა, რომ სურვილი გამოთქვა, თავის ქვეყანაში გააგრძელებინოს კარიერა.


- ალექსანდრემ სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო. მუსიკაზე სოფელ რუისში დამყავდა. ბოლო 4 წელია, რაც გორში ვოკალის პედაგოგ ნანა სამხარაძესთან დადის, - გვიყვება ალექსანდრეს დედა გულიკო ეგნატაშვილი,„ნიჭიერის“ შემდეგ ალექსანდრეს სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე იწვევენ. საერთაშორისო კონკურსში „ოქროს მუზა“ გრან-პრი აიღო. ამის შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთ კონკურსზე მიიწვიეს, საიდანაც პირველი ადგილითა და ოქროს მედლით დაბრუნდა. ალექსანდრემ ბულგარეთში გამართულ ფესტივალშიც გაიმარჯვა. მისი ნამღერი უკრაინელმა მომღერალმა, ჟიურის წევრმა სვეტლანა ვესნამ რომ მოისმინა, ალექსანდრესთან დუეტიც ჩაწერა. 30 ნოემბერს უკრაინაშია მიწვეული.


- ფესტივალებსა თუ კონკურსებში მონაწილეობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული...
- კი, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გორის გამგეობა ალექსანდრეს კარიერული წინსვლით აქტიურადაა დაინტერესებული და გვეხმარება კიდეც. ჩემი შვილის ნიჭით ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტიც დაინტერესდა. საკუთარი ხარჯებით რამდენჯერმე უკვე მიიწვია ბულგარეთში და სურვილი აქვს, საქართველოდან წაიყვანოს და იქ გააგრძელებინოს კარიერა.


- თქვენი ოჯახის შესაძლებლობები რაში გეხმარებათ?
- ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლია და ოჯახს მინიმალური შემოსავლით არჩენს. თუკი რამეს შოულობს, ალექსანდრესთვისაა განკუთვნილი. უცხოეთში სამუშაოდ წასვლას გეგმავს, რათა შვილს მომავალი შეუქმნას. ალექსანდრეს გარდა, 15 წლის ნაიკოც მყავს. ჩემს შვილებთან ერთად, მზრუნველობამოკლებულ 4 ბავშვს ვზრდი. იმდენად ვარ დატვირთული, ალექსანდრე მუსიკაზეც ბებოს დაჰყავს. მასწავლებელიც ძალიან გვეხმარება. ალექსანდრე თავის სახლში მიჰყავს ხოლმე და თუ საკონკურსოდ ემზადება, რამდენიმე კვირაც იტოვებს, უვლის. კონკურსისთვის ტანსაცმელსაც კი თვითონ ყიდულობს ხოლმე. ქალბატონი ნანა ალექსანდრეზე დიდ იმედებს ამყარებს. მისი მომავლით ისევეა დაინტერესებული, როგორც საკუთარი შვილის.


 


- რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ალექსანდრემ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს?
- არ გვაქვს იმის პირობა, რომ ალექსანდრე რუისიდან თბილისში ვოკალის გაკვეთილებზე ვატაროთ. აქამდე სულ სხვისი დახმარებით მოვედით. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიდან დაგვირეკეს. უნდოდათ, რომ სამუსიკო სკოლაში გამოცდის გარეშე ჩაერიცხათ. 17 წლის ასაკიდან კი სწავლას ისევ კონსერვატორიაში გააგრძელებდა. სწავლის საფასურის გადახდა არ მოგვიწევდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უარის თქმა მოგვიწია. იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ თბილისში ბინა მაინც ვიქირაოთ. სოფლიდან დედაქალაქში სიარული კი ყოველდღიურად ძალიან გაგვიჭირდებოდა.


„როცა საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულის სახელსა და გვარს აცხადებენ, მგონია, რომ მე კი არა, ჩემი ქვეყანა იმარჯვებს“, - გვითხრა საუბრის დასასრულს 10 წლის უნიჭიერესმა ალექსანდრემ, რომელიც დღეს ყინწვისის მონასტერში საღვთო საქმეებს ასრულებს, მეუფეს სტიქაროსანია, ძალიან უყვარს კეთილი საქმეების კეთება და სიმღერა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?