გიორგი მარშანია: „სპონსორს ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ“

ჩვენ გვერდით

28 ივლისი 20:00, 2017 წელი

„ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ინფორმაციის ანიმაციით მიწოდებაა“, - ამბობს „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი გიორგი მარშანია, რომელიც ანიმაციური ფილმების სტუდია „ველოსიპედის“ საქმიანობაზე გვიყვება...

გიორგი მარშანია: რამდენიმე წლის წინათ მე და კარიკატურისტმა კემომ აღმოვაჩინეთ, რომ მულტფილმები ორივეს გვიყვარდა. ვიმუშავეთ ერთობლივ პროექტზე „დათუნია დრუნჩაზე“, ამ ნამუშევრით კინოცენტრის კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა პროექტის დასასრულებლად დაფინანსება ვერ მივიღეთ, რადგან კინოცენტრი საავტორო ფილმებზეა ორიენტირებული. ამ ყველაფერს ანიმაციური სტუდიის, „ველოსიპედის“ დაარსება მოჰყვა. 

- რას ემსახურება სტუდია „ველოსიპედი“?
- საბავშვო ანიმაციურ ფილმებს ვქმნით. პირველი იყო „სახალისო მათემატიკა“ ჟირაფ ჟოზეს მონაწილეობით, რომელზეც მე და ვებდიზაინერმა თამუნა ზარქუამ ვიმუშავეთ. დღეისთვის ამ მულტფილმს 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ჟოზე პატარებისთვის საყვარელ პერსონაჟად იქცა. ვმუშაობთ ახალ ანიმაციებზე. ჟოზეს ბევრი მეგობარი შეემატება. ამ ეტაპისთვის უკვე რამდენიმე სერია გვაქვს. ჟოზეს ორი სიმღერა ჩაწერის პროცესშია.


- როგორ შეიქმნა პატარებისთვის საყვარელი მულტფილმის პერსონაჟი ჟოზე?
- საქართველოში საბავშვო ანიმაციების დეფიციტია. თავიდან ვფიქრობდით, რომ ჩვენს ანიმაციებს მხოლოდ საგანმანათლებლო დატვირთვა ექნებოდა. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები ყველაფერს ინტერნეტის საშუალებით ითვისებენ. საქართველოში კი უცხოურ ანიმაციებს უყურებენ და ასე სწავლობენ ფერებსა თუ თვლას. ვიფიქრეთ, რომ პატარებს სიმღერით ვასწავლიდით, რასაც პერსონაჟი დასჭირდებოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ჟირაფი იქნებოდა. შემდეგ სოციალურ ქსელში მის სახელზე კონკურსი გამოვაცხადეთ. შევარჩიეთ ჟოზე და დავიწყეთ მუშაობა.


- ვინ არიან „ველოსიპედის“ გუნდის წევრები?
- გუნდში არიან ანიმატორები თამუნა ზარქუა და გიორგი გაგლოშვილი, ილუსტრატორი რუსკა ყვავაძე, კარიკატურისტი კემო და ანიმაციის რეჟისორი ნინო ჩხეიძე. პერიოდულად ანიმატორებთან, გიო და ელინა ფოფხაძეებთანაც ვთანამშრომლობთ. შემოგვიერთდა ირაკლი ნადირაძე, რომელიც სოციოლოგია და წლებია, ბავშვებთან მუშაობს. იგი მენეჯმენტისა და იურიდიულ საკითხებში გვიდგას გვერდით. ჟოზესთვის სიმღერებს ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები - რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი წერენ. ტელევიზიიდან თითქმის ორი წელია, წამოვედი და მთლიანად სტუდია „ველოსიპედზე“ ვარ გადართული. „ახალი ქართული სკოლის“ დირექტორს ჩვენი საქმიანობა ძალიან მოეწონა და სრულიად უსასყიდლოდ საოფისე ფართი დაგვითმო, სადაც ვიკრიბებით და ვმუშაობთ. ყველაფერს საკუთარი ძალებით ვაკეთებთ, პირადი ფინანსებიც გვაქვს ჩადებული, მაგრამ ასე უსასრულოდ საკუთარი ძალებით მუშაობა არ შეიძლება. სტუდია „ველოსიპედს“ სჭირდება სპონსორი და ხელშეწყობა, სპონსორს კი ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ.


- ვინ და რატომ უნდა დაინტერესდეს სტუდია „ველოსიპედის“ საქმიანობით?
- რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრომ საბავშვო ანიმაციური სერიალის, კრეათონის კონკურსში საუკეთესო სინოფისის შექმნისთვის დამაჯილდოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უკვე დაინტერესდა. გარდა ამისა, სტუდია „ველოსიპედი“ ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც საბავშვო პროდუქციას აწარმოებს. სკოლებში ანიმაციის გაკვეთილებსაც ვატარებთ და ფესტივალებშიც ვმონაწილეობთ. საგანმანათლებლო ანიმაცია მომავალი თაობისთვის დიდი ხელშეწყობაა. ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები. ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ინფორმაციის ანიმაციით მიწოდებაა.


- რა ემოციას იწვევს თქვენში, როცა მშობლები აღნიშნავენ, რომ ჟოზე მათი შვილების საყვარელი პერსონაჟია?
- როგორც მსახიობისთვის ტაშია დიდი საჩუქარი, ასეთივე ემოციას იწვევს ჩემში ჟოზეს მიმართ დადებითი დამოკიდებულება. ერთ-ერთმა მშობელმა სტუდია „ველოსიპედის“ ფეისბუკგვერდზე კომენტარი დატოვა, - ჩემი შვილი აუტისტია და კონტაქტზე თქვენი მულტფილმების ყურების შემდეგ გამოდისო. ეს რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ სამწლიანი ანაზღაურების გარეშე მუშაობა ნამდვილად ღირდა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?