მანანიკო ცენტერაძე: „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ დიდი ფსიქოლოგიური გამოცდა და გამოწვევაა“

ჩვენ ვარსკვლავები ვართ

10 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

მუსიკალური პროექტის სცენაზე 26 წლის კონკურსანტის მანანიკო ცენტერაძის შესრულება მაყურებელსა თუ ჟიურის წევრებში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. რა იმედებით მოვიდა ეს ნიჭიერი შემსრულებელი ახალ მუსიკალურ კონკურსში? ამის შესახებ ის Funtime-თან საუბრობს.

 


- ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ასეთი ფორმატის შოუ საჩემო იყო. მომწონს, როცა სცენაზე პირდაპირ, ყოველგვარი ტურის გადალახვის გარეშე, მზა მასალა დგები და მაყურებელს საკუთარ შესაძლებლობებს სთავაზობ. ამასთანავე, საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ ის წარმოდგენები, რაც ბავშვობიდან მქონდა, სწორია და ნამდვილი. „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ დიდი ფსიქოლოგიური გამოცდა და გამოწვევაა, რაც ძალიან მომწონს.


- რა პროგნოზს გააკეთებდით?
- იმედი მაქვს, რომ მაყურებელი სწორ არჩევანს გააკეთებს, რადგან ის არასდროს ცდება და ნამდვილ ემოციას თუ სწორად გაგზავნილ მესიჯს ყოველთვის გრძნობს.


- კონკურენციაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, დიდი კონკურენცია, თანაბარი ძალები და პირობებია, რაც უფრო დიდ ინტერესში მაგდებს. საკუთარი თავის რწმენა მაქვს და მინდა, ეს დავამტკიცო.


- ეს თქვენთვის პირველი მუსიკალური კონკურსი არ არის. „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წონამორბედი პროექტებისგან რით განსხვავდება?
- აქ მხოლოდ ხალხი აკეთებს არჩევანს და სუბიექტურობის მსხვერპლი არ გახდები. პროექტში კონკურსანტის დარჩენა-არდარჩენას კონკრეტული ადამიანი არ წყვეტს. შესაძლებლობებს პირდაპირ მაყურებელს სთავაზობ და ბედს მას ანდობ! ამ პროექტს ეს ჩამონათვალი ხდის სახალხოს!


- როგორ ფიქრობთ, ეს პროექტი რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემთვის ეს მხოლოდ კონკურსი არ არის. მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროცესია, სადაც მთლიანად ვარ ჩართული. ძალიან მაგარ გუნდთან მიწევს მუშაობა და ეს უკვე სიახლე და ცვლილებაა ჩემთვის. რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი მუსიკალური პროექტი - მასშტაბურიც და არამასშტაბურიც. ბევრი იმედგაცრუებაც მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ის დროა, როცა წარუმატებელი ეტაპები უკან ჩამოვიტოვე და აბსოლუტურად სხვა შემართებით ვარ...


- თქვენი მუსიკალური ბიოგრაფიის შესახებაც მოგვიყევით...
- დავიბადე ქ. ფოთში. 2 წლის ვიყავი, როცა ფოთის თეატრის სცენაზე პირველად ვიმღერე და ფესტივალის დედოფალი გავხდი. შემდეგ იყო სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, უნივერსიტეტი. ძალიან მუსიკალური ოჯახი მყავს, თითქმის ყველა მღერის. მერე ისე მოხდა, რომ დედა, მამა, ძმა და მამიდა, რომელიც ჩემი მეორე დედაა, სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და დღემდე ასეა. 


 - მარტო ცხოვრობთ?
- დიახ, ასეა. 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, მაგრამ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა ყველას მალევე მოუწია. მას შემდეგ უკვე რამდენიმე წელია, მარტო ვცხოვრობ.


დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი ოჯახის წევრებს არ გავუშვებდი უცხოეთში ან მეც გავყვებოდი... უბრალოდ, მათთან ერთად ვიცხოვრებდი, არ აქვს მნიშვნელობა, სად... მათ გარეშე გატარებული წლები ჩემთვის ძალიან მძიმეა.


- თქვენ რატომ არ წახვედით?
- წარსულში იყო მიზეზები, რამაც ხელი შემიშალა, მაგრამ მერე იმდენად დამოუკიდებელი გავხდი, რომ საქართველოში დარჩენა და საკუთარი ძალებით მიზნის მიღწევა გადავწყვიტე. ახლა დედას წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ვნახულობ, როცა ის ჩამოსვლას ახერხებს. ყველაზე მეტად ჩემი ძმა მენატრება, რომელიც უკვე 8 წელია, არ მინახავს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?