მარინა კურტანიძე – პირველი ქართველი მეღვინე ქალი

ბიზნესლედი

29 ივლისი 16:00, 2015 წელი

ჩემი მიზანი იყო სტერეოტიპების რღვევა და მარანში ისედაც აქტიურად მოფუსფუსე ქალების ჩრდილიდან გამოყვანა...


- განათლებით ბიოლოგი ვარ, შემდეგ „იესემში“ მენეჯმენტი ვისწავლე, ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის მიმართულებაც ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა იყო.
2006 წლიდან დღემდე ვმუშაობ თბილისის ზოოპარკში, მენეჯერის თანამდებობაზე - ეს პოზიცია სრულად შეესაბამება ჩემს განათლებას. 
2003 წლიდან ჩემმა მეუღლემ იაგო ბიტარიშვილმა თავისი ცოდნა და გამოცდილება მთლიანად მეღვინეობის სფეროზე მიმართა და შექმნა ღვინის კომპანია იაგოს ღვინო.
დავიწყეთ ოჯახური ბიზნესი - ქვევრის ღვინის დაყენება საკუთარი ვენახიდან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, და ღვინის გატანა ევროპის ბაზარზე. 
გაჩნდა ახალი ინტერესი - ღვინის შეცნობა, ღვინის დაყენების მეთოდებში გარკვევა და 2012 წელს მე და ჩემმა კომპანიონმა თეა მელანაშვილმა, დავაფუძნეთ ღვინის კომპანია მანდილი“.
ბევრი დამწყები ბიზნესისგან განსხვავებით, „მანდილმა“ უფრო იოლი გზით იარა, ვინაიდან ეს გზა, რომელმაც ქვევრის ღვინოს მსოფლიო აღიარება და სახელი მოუტანა, ჩემს მეუღლესთან ერთად, თავისი სირთულეებით უკვე გავლილი გვქონდა.
 


- ევროპამ მიიღო ქართული ქვევრის ღვინო?
- ძალიან კარგად, სხვათა შორის. 2015 წლის თებერვალში ვიყავით ნატურალური ღვინის გამოფენაზე რომში (ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით). ეს იყო პირველი გამოცდილება, როცა საკუთარ ღვინოს ასეთ პრესტიჟულ გამოფენაზე და მეღვინეობით ცნობილ ქვეყანაში წარადგენ. ქართველი მომხმარებლისგან განსხვავებით, ევროპელები ქალების მეღვინეობას დადებითად ხვდებიან. ამ გამოფენაზე იტალიელი მეღვინე ქალბატონებიც მრავლად იყვნენ.
ჩემი და თეა მელანიშვილის მიერ ცალკე კომპანიის ჩამოყალიბებას ორი მთავარი მიზანი ჰქონდა:
1. სტერეოტიპების რღვევა და მარანში ისედაც აქტიურად მოფუსფუსე ქალების ჩრდილიდან გამოყვანა; 
2. მცირე მარნების მეპატრონე ქალბატონების პოპულარობა ევროპაში.


- ქალ მეღვინეებს კაცი მეღვინეები როგორ დაგხვდნენ?
- მამაკაცების ნაწილი არ აგემოვნებს ჩვენს ღვინოს (ეღიმება) და საერთოდაც, მიიჩნევს, რომ მარანში ქალის ადგილი არ არის და სჯობს, ქმრებს მივხედოთ. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირდაპირ ეთერში სწორედ ამ ტექსტით დამირეკეს.



- მარინა, დღეს რას მოიცავს თქვენი კომპანია?
- ეს პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც ქალებს ეკუთვნით. 2012 წლის მოსავლით 600 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, 2014 წლის მოსავალი 1000 ბოთლია. ვცდილობთ, ნელ-ნელა გავიზარდოთ. ღვინო არის მანავის მწვანე, თეთრი მშრალი, ქვევრში დაყენებული უნიკალური კახური ტრადიციული მეთოდით.


- თქვენ თვითონ ხშირად აგემოვნებთ საკუთარ ღვინოს?
- (ეღიმება) როცა სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ყოველთვის ვაგემოვნებ, ასევე - როცა ვსინჯავთ, ვასხამთ, მაგრამ - არა თრობისთვის. ღვინო იმდენად პატივსაცემი სითხეა, უნდა დააგემოვნო და ისიამოვნო.
მე და ჩემს მეუღლეს ღვინის ტურიზმის ბიზნესიც გვაქვს. ტურისტებს ჩვენს მარანში ვმასპინძლობთ, ამ საქმეში ყველა თანამდებობა ერთად მაქვს შეთავსებული (იცინის) - მენეჯერიც ვარ, გიდიც, მზარეულიც, ოფიციანტიც, მეღვინეც, ბუღალტერიც.  


- ზოოპარკის ადმინისტრაციაშიც მუშაობთ. როგორ გადარჩით იმ ავბედით ღამეს?
- იმ ღამეს ორის წუთებზე უკვე ზოოპარკთან ვიყავი, დაცვის უფროსის ბოლო სიტყვები მახსოვს, - ვაიმე, ბეჰემოტი მოდის და დირექტორს ვეღარ ვპოულობთ, წყალში მოყვაო. ზოოპარკის ადგილზე მდინარე მოჩქეფდა, შავი და ტალახიანი. ასევე, ძალიან მძიმე იყო პირველი თოფის გასროლის ხმა - ეს იმას ნიშნავდა, რომ სტიქიას გადარჩენილი ცხოველების გაუვნებელყოფა ხდებოდა. 
დილაობით, ოფისში შესვლამდე, პინგვინებისა და თეთრი ლომის - შუმბას ვოლიერთან უნდა გამევლო. ყოველთვის ვჩერდებოდი და ველაპარაკებოდი...
თანამშრომლები ახლაც მთელი ძალით, თავდაუზოგავად მუშაობენ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.
ბუნებით ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და ოპტიმისტი ადამიანი ვარ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?