რა ვაბანკზე წავიდა „კალა ჯგუფის“ დამფუძნებელი?

ბიზნესლედი

24 ივნისი 16:00, 2015 წელი

როცა „კალას“ გაკეთებას ვგეგმავდით, ყველა გვეუბნებოდა, გიჟები ხართო, თბილისი ჩამკვდარი იყო, არაფერი ხდებოდა, - ამბობს „კალა ჯგუფის“ დამფუძნებელი ქეთი გაბაძე, რომელიც პროფესიით მხატვარია და ამ ბიზნესს ცამეტი წელია, უდგას სათავეში.


- ყველაფერი ცამეტი წლის წინ დაიწყო. დავამთავრე სამხატვრო აკადემია და დავჯექი სახლში, რეალურად არაფერს ვაკეთებდი. შემთხვევით გავიგე, რომ ადგილი ქირავდებოდა, მივედი შინ და ჩემს ამჟამინდელ ბიზნესპარტნიორს ბაჩოს ვუთხარი, ვიქირავოთ მეთქი. ხომ არ გაგიჟდი, 80 თეთრი ვალი გაქვს ჯიხურში, რის ქირაობაზე მელაპარაკებიო (იცინის). ფული ნაწილ-ნაწილ ვიშოვე - ვიღაცამ 100 დოლარი მასესხა, ვიღაცამ - 50, ვიღაცამ მაგიდა გვაჩუქა და გავხსენით პირველი ეისიდ ბარი. მთლიანი თანხა იყო 2945 დოლარი. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ოთხ-ხუთ თვეში  მთლიანი სტაფი დავიქირავეთ და  ახალი ბიზნესის მოძიებაზე გადავედით. 2004 წელს გავხსენით კალა“... მას შემდეგ სულ ვხსნით და ვხსნით რაღაცებს (იცინის).
- საკმაოდ პატარა იყავით და არანაირი გამოცდილება არ გქონდათ ამ საქმეში. არ შეგეშინდათ?
- რისკები ყოველთვის არის. უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა იყო და შრომაც არ მეზარება. ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა, თვეში ათასი დოლარი რომ მქონდეს მეთქი. არ მინდა, ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ სულ რაღაც სამია თასი დოლარით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენიმე მილიონი ღირს. 
- არ გწყდებათ გული, რომ ფერწერას არ გაჰყევით?
- ძალიან მწყდება. დღემდე ჩემი მეგობრების გამოფენებზე რომ დავდივარ, სულ მეუბნებიან, იქნებ დახატოო, მაგრამ ხელოვნება ის სფეროა, რომელსაც მთლიანად უნდა მიუძღვნა თავი. დღეს მირჩევნია, კარგი ბიზნესმენი ვიყო, ვიდრე თუნდაც საშუალო დონის მხატვარი. 

- როგორ მიიღო თბილისმა თქვენი ბიზნესი?
- ძალიან კარგად, ბარი პირველივე დღიდან გადაჭედილი იყო. როცა კალას“ გაკეთებას ვგეგმავდით, ყველა გვეუბნებოდა, გიჟები ხართო, თბილისი ჩამკვდარი იყო, არაფერი ხდებოდა. ვეხვეწებოდით ბანკს, სესხი მოეცა. რეალურად პატარა ქეისი გვქონდა, თუმცა იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, ვაბანკზე წავედი - დედების, ბებიების სახლები ჩავდეთ ბანკში. მეტი მინდოდა, ოღონდ ფულს არ ვგულისხმობ - ეს არის ბიზნესის აზარტი, რომლის გამოც ვეღარ ჩერდები. მთლიანად ჩართული ვარ ყველაფერში, ინტერიერის დიზაინი გუგა კოტეტიშვილის გაკეთებულია, მენიუები - ქეთი მატაბელის... თვითონ სულ მეუბნებიან, რომ დამკვეთის გემოვნებას და ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მინდა ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც დროს გაუძლებს. 
- საქართველოში ახლობლობის ინსტიტუტი ძალიან აქტუალურია. თქვენ დაგეხმარათ ვინმე? 
- მე ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ, ჩემი მეგობრებიც ასეთები არიან, თორემ, ბუნებრივია, ყველა ხელისუფლების პირობებში გვყავს მეგობრები მაღალ ეშელონებში. თან არ მჭირდება, თუ მჩაგრავენ, ყველას შევაწუხებ, ავაწრიალებ ქვეყანას, მაგრამ თუ არ ვარ მართალი, ვერავისთან მივალ. მახსოვს, „ეისიდ ბარში“ სანეპიდსადგურის წარმომადგენელი იყო მოსული და 15 ლარის გადახდა მომთხოვა. შემეძლო მიმეცა, მაგრამ იმდენი ვიბრძოლე, ჩემი გავიტანე. ქრთამს არასდროს არავის გადავუხდი. 
- თეორიული ცოდნა თუ გაქვთ ამ სფეროში?
- არა, ეს ყველაფერი მხოლოდ პრაქტიკაა. რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, მასტერი გამეკეთებინა რომელიმე კარგ უნივერსიტეტში, მაგ. კოლუმბიის, თუმცა ჩემმა მეგობარმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა მითხრა, იმხელა პრაქტიკული გამოცდილება გაქვს, რაღად გინდა თეორია, შეგიძლია, ლექციები თავად წაიკითხოო.
- თქვენს ხასიათში უფრო მამაკაცური შტრიხები ჭარბობს თუ ქალური?
- უფრო კაცური. შემიძლია, ვიყო ძალიან მკაცრი, სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები, თან საკმაოდ მტკივნეული და ძალიან გავმწარდე ამის გამო, თუმცა ამას სხვა ვერ ხედავს. უკანმოუხედავად ვწვავ და ვჭრი ყველაფერს.
- ოჯახი როგორ ეგუება ამას?
- მეუღლესთან გაშორებული ვარ, შვილები არ მყავს. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემი ბიზნესპარტნიორი და უახლოესი მეგობარია. ვიღაცისთვის ეს ალბათ უცნაურია. ბავშვობიდან დირექტორს მეძახდნენ, ხუთი წლიდან ყველა კონტროლზე მყავდა აყვანილი (იცინის). ზოგადად, არ მიყვარს გულგრილობა და ზერელე დამოკიდებულებები. შემიძლია, ყველაფერი გავიგო, მაგრამ აგდებული დამოკიდებულება - არასდროს. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?