თამარ ბადაშვილი - კიდევ ერთი ძლიერი ქალი ქართულ ბიზნესში

ბიზნესლედი

20 ივნისი 15:10, 2017 წელი

განათლება ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. ქართველ მარკეტერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, განსაკუთრებით კი - ციფრული მარკეტინგის სფეროში. ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და უკვე 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს...

ამჟამად საერთაშორისო კომპანია 4Finance-ს ქართული ფილიალის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სულ მალე ამოქმედდება მისი პროფესიული საქმიანობის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ხაზი: საკუთარი ბიზნესი და პედაგოგიური საქმიანობა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. გატაცებულია სერფინგითა და სნოუბორდით. ფლობს კარატეს - ეს ქართველი მარკეტერისა და ბიზნესლედის თამარ ბადაშვილის ბიოგრაფიის მოკლე ანოტაციაა, მის შესახებ უფრო მეტს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თამარ, როდის მიხვდით, რომ მარკეტინგი თქვენი სფერო იყო?
- კავკასიის ბიზნეს სკოლის მესამე კურსზე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საკუთარ თავში მარკეტინგის სფეროსთვის აუცილებელი უნარები.

- სწავლის დამთავრების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი კარიერა?
- კავკასიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, მარკეტინგული პროექტების მართვის მიმართულებით გავაგრძელე, სადაც ლექციებს ევროპის საუკეთესო ლექტორები გვიკითხავდნენ. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებზე დავიწყე მუშაობა. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, სახელმწიფო სტრუქტურა განსაკუთრებული კრეატივის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგში მარკეტინგის მენეჯერად გადავედი, სადაც მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელე. მათ შორის საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილია „მისტერ რექსის“ კამპანია. „ჯი პი აი“ ჰოლდინგთან თითქმის 4-წლიანი თანამშრომლობის პარალელურად ციფრული მარკეტინგით დავინტერესდი, რადგან დავინახე, როგორი დიდი მომავალი ჰქონდა ამ სფეროს და გადავწყვიტე, ცოდნა გამეღრმავებინა, ამიტომ, სპეციალური პროგრამა მოსკოვში, Digital Marketing Institute-ში გავიარე. ამჟამად უკვე სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი ვარ, რამაც უფრო თვითდაჯერებული და კონკურენტუნარიანი გამხადა.

- თქვენს ამჟამინდელ სამსახურზე რას გვეტყვით?
- კომპანია 4Finance საქართველოში წარმოდგენილია ბრენდით Vivus.ge. მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავართ. ეს თანამდებობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, თანამშრომლები უნდა ვმართო და მათ განვითარებაზე ვიყო ორიენტირებული. დეპარტამენტში 17 ადამიანი მყავს და თითოეულს თავისებური მიდგომა სჭირდება. მეორე მხრივ, კომპანიის მოგებაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა მევალება. კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაყიდვებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მაქსიმალურს ვაკეთებ.

- თქვენი წარმატების მთავარ საიდუმლოდ რა მიგაჩნიათ?
- მრავალმხრივი განათლება. ზოგადი მარკეტინგი, მარკეტინგული კვლევები, ციფრული მარკეტინგი და ამას ემატება 2010 წელს ჩემს საყვარელ ქვეყანაში - პორტუგალიაში გავლილი ფინანსური მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა, რომელიც პროექტების ხარჯეფექტურად მართვაში მეხმარება.

- მიღწევებით კმაყოფილი ხართ?
- 26 წლის ვარ, მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. 

- კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ?
- მინდა, ჩემი განათლება და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო და ვასწავლო, როგორ მიაღწიონ თითოეულ მარკეტინგულ პროექტში სასურველ შედეგს. მოსკოვში სწავლის შემდეგ საქართველოში Digital marketing Institute-ის ციფრული მარკეტინგის საკურსო პროგრამა ჩამოვიტანე, რომელიც ქართულ რეალობას მოვარგე. პროგრამა 7 მოდულისგან შედგება და გათვალისწინებულია არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ დამწყები მარკეტერებისთვისაც. ლექციის წაკითხვას უკვე შემოდგომიდან კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცეტრში ვაპირებ. ვფიქრობ, ჩემს პროგრამას სხვა უნივერსიტეტებსაც შევთავაზებ. ბიზნესის წარმატება თუ გვინდა, ციფრულ მარკეტინგს გვერდს ვერ ავუვლით. მეორე მნიშვნელოვანი გეგმა გახლავთ საკუთარი ბიზნესის განვითარება. ჩემს პარტნიორებთან ერთად ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ მსხვილი პროექტი წამოვიწყე. ეს გახლავთ avea.ge, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, რომელიც მთლიანად ქართველების მიერ არის შემუშავებული და საქართველოს მოსახლეობას ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების ონლაინ ყიდვის შესაძლებლობას მისცემს, თანაც - ძალიან კონკურენტუნარიან ფასებში. ტურისტული პაკეტებისა და ავიაბილეთების შეთავაზებას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესის მწარმოებლებისთვისაც ვგეგმავთ.

- ტურიზმის სფეროშიც ცდილობთ ფეხის მოკიდებას?
- ნამდვილად ასეა, რადგან მოგზაურობა ძალიან მიყვარს და სწორედ ამის გამო იყო, ალბათ, რომ სწავლა რამდენიმე ქვეყანაში მომიწია.

- საქმიანობის მიღმა როგორია ქალი ბიზნესმენის ცხოვრება?
- მყავს მეუღლე, ბექა ჭულუხაძე, რომელიც სერტიფიცირებული (PMP) პროექტების მენეჯერი გახლავთ და საკუთარი ბიზნესი აქვს. მიყვარს მოგზაურობა და სპორტი. სპორტული მიმართულებით ყველაზე დიდი მიღწევა კარატეში მაქვს. 5 წელი ვვარჯიშობდი და რაღაც პერიოდი ვმალავდი კიდეც, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი ქალისთვის სხვაგვარად აღიქმებოდა - გოგოს რა უნდა კარატეზე, როცა ბალეტი არსებობსო, ასეც ფიქრობდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან სხვანაირად ვაფასებ ამ ყველაფერს - კარატემ წარმატების მისაღწევად მეტი ჟინი და მოტივაცია მომცა. სერფინგითაც ვიყავი გატაცებული, რომელიც კარატეზე მეტად მომეწონა. ზამთრის პერიოდში სნოუბორდით ვარ დაკავებული. როგორც კი საშუალება მეძლევა, სატრენაჟორო დარბაზში მივდივარ. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?