ვინ უფრო ბედნიერია?

ბავშვობის ფოტოები

31 იანვარი 20:00, 2015 წელი

ჩემს ბავშვობაში ერთადერთი ჰობი „გილზების“ შეგროვება იყო...

მსახიობ ჯაბა კილაძეს საზოგადოება არაერთი თეატრალური თუ კინო როლით იცნობს, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული კი სერიალ „შუა ქალაქში“ შესრულებულმა სანდროს როლმა მოუტანა და „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი  ბევრისთვის დღემდე ამ პერსონაჟთანაა გაიგივებული.



დავიბადე თბილისში, 1981 წლის 24 აგვისტოს.


მამა - თემურ კილაძე და დედა - ციცინო კობიაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები არიან. შეიძლება ითქვას - თეატრის კულისებში გავიზარდე.


მშობლებთან თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თავისუფლად მზრდიდნენ, არჩევანში არასოდეს მზღუდავდნენ... უბრალოდ, მიხსნიდნენ, რა იქნებოდა ჩემთვის კარგი და რა - ცუდი. მათ ეს დამოკიდებულება დამეხმარა, ინდივიდუალურ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი.


პირველი როლი


მეორე კლასში ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრის კულისებიდან სცენაზე გადავინაცლე - რეჟისორ მედეა კუჭუხიძეს სპექტაკლისთვის პატარა ბიჭუნა დასჭირდა და არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ეს იყო სპექტაკლი „საქართველოს  უკანასკნელი დედოფალი“, სადაც მეფის შვილი ვითამაშე, მეფის როლს კი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა.


რომ გითხრათ, მაშინ „სცენის მტვერით მოვიწამლე“-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა - მძიმე სოციალური ფონი, უშუქობა, ომიანობა, შიმშილი... თეატრალური ცხოვრება ჩამკვდარი იყო...  იმ პერიოდში თეატრზე საოცნებოდ ნამდვილად არ მეცალა.


საბავშვო ბაღი „მოგონებების გარეშე“


ბავშვობაში ხშირად ვიყავი ავად და საავადმყოფოებში უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე საბავშვო ბაღში. ამიტომ, საბავშვო ბაღიდან მაინცდამაინც დიდი მოგონებები არ დამრჩენია.


ბებიასთან მარტყოფში


დაწყებითი კლასები 23-ე სკოლაში გავატარე. შემდეგ, მარტყოფის სკოლაში გადამიყვანეს. თუ არ ვცდები,  ეს იყო 1992 წელი - არანაირი ფინანსური რესურსი არ არსებობდა თბილისში,  როგორც იტყვიან - ხალხი „ასფალტს ჭამდა“... მოგეხსენებათ, იმ დროს რა რთული იყო მსახიობების ხელფასით ოჯახის შენახვა, ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა და მარტყოფში  ჩემი გაშვებაც ამიტომ გადაწყვიტეს. მარტყოფში ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი, ბებია მშრომელი ქალი იყო და იქ საკვების პრობლემა მაინც არ იყო. ბებიასთან ორი წელი გავატარე და  ეს  ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები იყო.


დაბრუნება დედაქალაქში


მარტყოფიდან თბილისში დაბრუნებულმა სწავლა 68-ე სკოლაში გავაგრძელე. წარჩინებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ ზრდილობიანი ბავშვი ვიყავი და მასწავლებლებს ამის გამო ძალიან ვუყვარდი. ტექნიკურ საგნებზე ვერაფერს ვიტყვი,  სამაგიეროდ ძლიერი ვიყავი ჰუმანიტარულ საგნებში - მიყვარდა ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია...


 


სცენა თუ სტადიონი?


მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა თეატრს და „თეატრალებს“ ვუყურებდი, მსახიობობის სურვილი არ გამჩენია. ჩემი მშობლებიც არ მირჩევდნენ, რომ მათ პროფესიულ გზას გავყოლოდი. მსახიობის შრომა ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არის სათანადოდ დაფასებული და, მით უმეტეს, მაშინ, როცა მსახიობის ხელფასით არსებობაც კი რთული იყო.


პროფესიული არჩევანი საკმაოდ გვიან, სკოლის ბოლო წლებში გავაკეთე. დედაჩემმა თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“ მიმიყვანა, სადაც თვითონაც ასწავლიდა. პარალელურად, ფეხბურთზე დავდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ „ბერიკებში“მომეწონა, ფეხბურთით უფრო ვიყავი გატაცებული... თუმცა, როცა სერიოზული არჩევანის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ფეხბურთში განსაკუთრებული წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა და მთელი ცხოვრება სტადიონზე სირბილს მსახიობობა ვარჩიე.


ტკბილ-მწარე 90-იანები


ჩემს ბავშვობაზე ბევრი ვერაფერი მოგიყევით, რადგან რაც იმ პერიოდიდან ყველაზე ნათლად მახსოვს - 90-იანი წლებია... კომპიუტერი არ გვქონდა, საბავშვო ლიტერატურა არ იყო... ძნელად თუ ნახავდი ისეთ ოჯახს, ვისაც წიგნები გადაურჩა და გასათბობად არ დაწვა. როცა მეკითხებიან - ბავშვობაში რა ჰობი გქონდაო? - მეცინება... ჩემს ბავშვობაში ერთადერთი ჰობი „გილზების“ შეგროვება იყო...


თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ იმ ყველაფერს პოზიტიური მხარეც ჰქონდა - ადამიანები სხვანაირად შეკრულები ვიყავით, ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდა, გაჭირვების მიუხედავად, ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა... დღეს ადამიანები არც კი ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ურთიერთობის საშულება სოციალური ქსელები გახდა... 


დღევანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ მიჩნდება კითხვა: ვინ უფრო ბედნიერია - მე ამათ ასაკში თუ ესენი?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?