გოდერძი: ანდრია იმდენად კეთილია, ბანალურად რომ გითხრათ, შეუძლია, თავისი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ვიღაცას აჩუქოს. არ უყვარს, როცა მის სიკეთესთან დაკავშირებულ ისტორიებს ვყვები. მასში ეს უფრო მომწონს, ვიდრე ის, რომ მან კლასელთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში იმღერა, რათა სოციალურად დაუცველს „McDonald’s“- ში გამასპინძლებოდა. ანდრია ის კაცი არ იქნება, რომელიც ბავშვთან საახალწლოდ ერთ კანფეტს მიიტანს და თან ცხრა ვიდეო-კამერას გაიყოლებს.