ანნა იმედაშვილი: „შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებას ახლიდან ვსწავლობ...“

ახალი თაობა

27 ივლისი 20:00, 2016 წელი

ტელესახე ანნა იმედაშვილს ერთი შვილი ჰყავს - სამი წლის პეტრე იმედაშვილი...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • 26 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი. დათოსთან თანაცხოვრების 7 წლის შემდეგ დაიბადა ჩვენი შვილი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობდით.

  • ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგებ, ჯერ კიდევ მაშინ აცნობიერებ, რას ნიშნავს დედის სტატუსი.

  • დედობა ყველაზე მაგარი განცდა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების ყოველდღიური სტიმულია!

  • პეტრე 1 წლამდე მე გავზარდე და ისეთი მშვიდი იყო, ვერავინ ხვდებოდა, სახლში ბავშვი თუ იყო. საღამოს 7 საათზე რომ დაიძინებდა, დილის 10-მდე გადაბმულად ეძინა. 8 თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ჭამს. მახსოვს ვამბობდი, ასეთი პატარა ბევრი უნდა გავაჩინო-მეთქი.

  • 1 წელი რომ შეუსრულდა, ფეხი აიდგა და ძალიან მოუსვენარი გახდა, თუმცა მისი აღზრდის ყოველი ეტაპი ძალიან საინტერესოა. პეტრე დამოუკიდებლად რომ გამეზარდა, ამის დიდი სურვილი მქონდა. ეს პროცესი დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა.

  • ბავშვები ხომ ძალიან დაკვირვებულები არიან, პეტრე ყოველდღე ახლის აღმოჩენაში მეხმარება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებას ახლიდან ვსწავლობ.

  • პეტრე წლის და ორი თვის იყო, როცა სამსახურში მომიწია გასვლა, მაგრამ ძიძა არ ამიყვანია. ოჯახში დამხმარე მყავს. მილენა და პეტრე ერთმანეთს კარგად უგებენ და ამიტომ მასთან ვტოვებდი ხოლმე.

  • საბავშვო ბაღში წლინახევრის ასაკში შევიყვანეთ. როცა მე და დათოს პეტრეს გარეშე სადმე წასვლა გვინდა, დედაჩემთან, დედამთილთან ან ოჯახის დამხმარესთან ვტოვებ.

  • პეტრე ხასიათს უკვე გამოკვეთილად ავლენს. ზუსტად იცის, როდის რა უნდა და სასურველ შედეგს როგორ მიაღწიოს. ჯიუტია, მაგრამ დიპლომატიური თვისებებიც აქვს. გამიხარდება, თუ ასეთი მიზანდასახულობა მომავალშიც გაჰყვება.

  • ხასიათით მეც მგავს და დათოსაც. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე თვინიერი ბავშვი ვიყავით. ეს თვისება პეტრეში უფრო ჭარბადაა.

  • გამუდმებით თამაშს ითხოვს. ეს ბუნებრივიცაა და მთელი ოჯახი მასთან თამაშში ვართ ხოლმე გართულები.

  • დათოს შვილები პეტრეს ძალიან ანებივრებენ. ლუკა 18 წლის არის, ელენე კი - 14-ის. ლუკა, ძირითადად, ჩვენთან არის და მის მიმართ პეტრე უფრო მომთხოვნია. თავის დას პრინცესას ეძახის და როცა ელენე ჩვენთან მოდის, გამუდმებით უკან დაჰყვება.

  • პეტრე მავნე ბავშვი არ გახლავთ. ჭიქაც გაუტეხია და თეფშიც, მაგრამ შემთხვევით. ვცდილობ, ზედმეტად არაფერი დავუშალო.

  • დათო იდეალური მამაა. ამას წინათ პეტრე ჯაკუზში ნებივრობდა, პერიოდულად კი იქიდან ბურთს აგდებდა და მამამის სთხოვდა მიტანას. ისიც უჯერებდა. ასე მოქცევა მე არ შემიძლია. სხვა თამაშს შევთავაზებდი ან ვეტყოდი, რომ გადასროლილი ბურთი თვითონ აეღო.

  • პეტრე 1 წლის არ იყო, ცურვა რომ დაიწყო. ჯერ თავის აბაზანაში ცურავდა, შემდეგ კი, აუზის სეზონი რომ მოვიდა, ყვინთვაც ისწავლა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?