ლუკა ჩემს საცოლეს, სოფო ბეროძესაც იცნობს და მის შვილსაც, 10 წლის დათისაც. როცა ერთმანეთს ხვდებიან, ვამჩნევ, რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
ორივე ჭკვიანია, კარგად ხვდებიან, რა სიტუაციაშიც არიან და ითვალისწინებენ კიდეც. არც ლუკა აპროტესტებს, რომ მისი მამის გვერდით სხვა ქალია და არც დათი გვიბრაზდება ამაზე. პირიქით, დედამისს ხშირად ეუბნება, კახას როდის გაყვები ცოლადო. ერთხელ ლუკამაც მკითხა, სოფო ცოლად ხომ უნდა მოიყვანოო.