არაფერზე ვჩხუბობთ. ყოველთვის მირჩევნია, სიტუაცია ავუხსნა, ვიდრე ვუყვირო. თუ რამეს დააშავებს, დიდი ადამიანივით ვესაუბრები. შენთან საქმე მაქვს და უნდა დავილაპარაკოთ-მეთქი, ვეუბნები. ოთახში მარტოები შევდივართ და დეტალურად ვუხსნი, რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რის გაკეთებაც არ შეიძლება. შეიძლება, რამდენჯერმე მომიწიოს ახსნა, მაგრამ მთავარია, ესმის.