ელენე რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. დედის სტატუსის გათვითცნობიერება არ გამჭირვებია. პატარას აღზრდაში დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა გიგი, რძალი, მეგობრები, მისი დაბადების დღიდან აქტიურად არიან ჩართულები. ჩემმა ოჯახმა უზრუნველყო ის, რომ ელენეს აღზრდის პროცესი რთულად არ გამხსენებოდა. ამისთვის დედაჩემს და მამაჩემს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში სამსახურსა და ვარჯიშს დავუბრუნდი.