ბავშვობაში მამა რამეს რომ დამავალებდა, მომიტანეო, შანსი არ იყო, მიმეტანა, რადგან ვერ ვპოულობდი. არაფერს რომ არ მისრულებ, ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროსო, მეუბნებოდა. იგივეს აკეთებს ნანუკა ჩემთან მიმართებაში. ამას წინათ დიდი ნივთი მქონდა გადასაადგილებელი და ვეჭიდავებოდი. სანდრო მოვიდა, მოგეხმარებიო. გამიხარდა და მაშინვე მამაჩემს გადავურეკე. შენმა წყევლამ არ გაამართლა და სანდრო ისე მეხმარება, არც მითხოვია-მეთქი.