ელენე ფოჩხუა: „ლიზის მალე ნანატრი ძმა ეყოლება“

ახალი თაობა

27 იანვარი 20:00, 2017 წელი

მომღერალ ელენე ფოჩხუას ერთი შვილი ჰყავს - 7 წლის ლიზი ზარქუა. მაისის ბოლოს კი უკვე ორი შვილის დედა გახდება...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • ლიზი ძალიან ჩვილი იყო, როცა კონცერტებზე დამყავდა. 31 დეკემბერს ბათუმსა და ოზურგეთში კონცერტი მიწევდა. რა თქმა უნდა, წავიყვანე. ბუნებრივ კვებაზე მყავდა და მანქანაში ვაჭმევდი, მამამისს დავუტოვებდი, ავიდოდი სცენაზე, ვიმღერებდი და ლიზისთან ვბრუნდებოდი.

  • ლიზი ჩემი დიდი გულშემატკივარია. „ჯეოსტარის“ დროს არც იყო დაბადებული, „ორ ვარსკვლავში“ რომ ვმონაწილეობდი, სანამ სახლში არ დავბრუნდებოდი, არ იძინებდა.

  • ლიზი მეორე კლასის მოსწავლეა. ცეკვას, ხატვასა და მუსიკასაც სწავლობს. ვცდილობ, ვატარო იქ, რაც თვითონ აინტერესებს და გამოსდის. უამრავი მოთხოვნილება აქვს. მაგარი „ჩაცმისტი“ ვინმეა, თანაც თავისი გემოვნებით იცვამს. დილით რამდენიმეჯერ შეუძლია, გამოიცვალოს! მე ვყოფილვარ ასეთი ბავშვობაში.

  • ჩემ ირგვლივ ყველას 2-3 შვილი ჰყავს და ლიზი დედისერთობას ძალიან განიცდიდა. ეზოში ბავშვები რომ წაკინკლავდებოდნენ და და-ძმა ერთმანეთს რომ იცავდნენ, ლიზი ჩემთან მორბოდა, - გამაბრაზეს და ძამიკო რომ მყავდეს, ხომ დამიცავდაო, მსაყვედურობდა.

  • სექტემბერში სკოლაში თავისუფალი თემა დაუწერიათ. ლიზის კი თავისი გულისტკივილი გამოუთქვამს. ძალიან მინდა, ძამიკო მყავდეს, რომელიც არ მყავსო. ოქტომბრის დასაწყისში კი გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.

  • მაისის ბოლოს ლიზის ნანატრი ძამიკო ეყოლება. მზადება უკვე დავიწყეთ. ტანსაცმელი რომ მომაქვს სახლში, ლიზი სიხარულს ვერ მალავს, ერთი სული მაქვს, პატარას ჩავაცვაო, ამბობს. მპირდება, რომ პატარას მოვლაში მომეხმარება.

  • ყოველ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი. ფეხმძიმობის პერიოდში ასეთი აქტიურობა არ მიჭირს. პირიქით, პასიურ ცხოვრებას ვერ ვიტან! ძალიან მშვიდი ორსულობა მაქვს და ეს ბევრ რამეში მიწყობს ხელს.

  • მინდა, ორი ახალი სიმღერა ჩავწერო. ერთი მხიარული, საცეკვაო და ერთიც აკადემიური, ქართული. კარიერა ოჯახურ ურთიერთობებში ხელს არასდროს მიშლიდა.

  • ძმა რომ დავკარგე, ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ჩემთვის, მაგრამ შევძელი და ემოციები დავძლიე, რადგან მივხვდი, რომ ახალს თუ არაფერს გავაკეთებდი, ასე არ გამოვიდოდა. ჩემს გულისტკივილს ვერსად გავექცევი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიმღერო...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?