სახელი: ვარლამ
გვარი: წიკლაური
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „იმედი“, გადაცემა „იმედის კვირა“
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... ალბათ, მსახიობი, რადგან ბავშვობაში მესხეთის სახელმწიფო თეატრში არაერთ სპექტაკლში მითამაშია, თუმცა მაინც მგონია, რომ სწორად შევარჩიე პროფესია.
ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს: როდესაც ექსტრემალურ და ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში მიწევს მუშაობა. ასევე მომწონს ის, რომ საშუალება მეძლევა, კონკრეტულ ადრესატს მივაწოდო ადამიანის გასაჭირი თუ ტკივილი და მისი ცხოვრების თუნდაც ერთი ეპიზოდის უკეთესობისკენ შეცვლაში ჩემი მცირე ვწვლილი შევიტანო.
მჯერა, რომ... ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, თუ ნამდვილად მოინდომებს!
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... სიმართლე გითხრათ? თითქმის ყველაფერი.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ზედმეტად განვიცდი ადამიანებთან კონფლიქტს, თუნდაც უმნიშვნელოს.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება... სიყვარული!
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა... ტელევიზიაში მემუშავა და ეს ოცნება ამიხდა კიდეც.
ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ... ვიყო გოაზე ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.
დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… 26 სექტემბერი - როდესაც ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი.
ადრე ვფიქრობდი, რომ… და ახლა ვფიქრობ, რომ... ტყუილის პატიება არ შემეძლო! ნუ ახლაც არ შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტყუილსაც გააჩნია.
მრცხვენია მაშინ, როდესაც... ჩემი თანდასწრებით ჩემზე საუბრობენ.
არასოდეს გავაკეთებ... არასოდეს გავუცრუებ იმედს მას, ვისი ნდობაც დავიმსახურე.
როდესაც ცუდად ვარ... ვრჩები მარტო და ბევრს ვფიქრობ!
დღევანდელი დღე არის გარანტი იმისა, რომ... ხვალ შეიძლება, ამაზე უკეთესი დღე გათენდეს.
შევცვლიდი…ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ!
ოქროს თევზს ვთხოვდი… არასდროს დამაბეროს.
სახლში ხანძრის დროს 60 წამი რომ მქონდეს გადავვარჩენდი ნივთს... ბავშვობის ფოტო ალბომს, იმ სურათებს, რომელიც ფირზე არ ინახება და გამეორებაც შეუძლებელია.
ჩემთვის ღმერთი არის… ჩემი ცხოვრების თანამგზავრი!
ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... რამდენიმე ადამიანს, მაგრამ მერე ანალოგიურ მდგომარეობაში ვაყენებ.
ჩემთვის მისაბაძია... ადამიანი, ვისაც მატივად შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა.
მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც... ვარლამი და არა „ვაკო“!